გია ბაღაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. მუსიკოსსა და ახლა უკვე ტელეწამყვანს ოთხი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც თაკო ტაბატაძესთან ქორწინებაში შეეძინა.
ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს, მათ შორის, ინდურ ფილმში.
"დედობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ტიტულია. ჩემთვის ეს არის ყოველდღიური მოცემულობა" - თაკო ტაბატაძე
"ემოციების ზღვა მაქვს... ეს ჩემი ოცნების ასრულებაა და მინდა ყველას ვუთხრა: არასოდეს დანებდეთ! რამდენიმე წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი" - რას ჰყვება თაკო ტაბატაძე კარიერულ წარმატებაზე
"ზოგადად, მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად. 17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. თითქოს ერთად იზრდებით. პირველი პერიოდი იყო დიდი ემოციების პერიოდი, შემდეგ შემოდის პრობლემები, მერე ბავშვები და მეტი პასუხისმგებლობა ჩნდება. მერე უკვე ხვდები, საით მიდიხართ - შენ სად მიდიხარ, ის საით მიდის. ირჩევ პროფესიას... ამ დროს შეიძლება რაღაცებში ვერ შეთანხმდე ადამიანთან. სამწუხაროა და ძალიან მტკივნეულია. მინდა ვთქვა, რომ დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მინდა, ჩემი გოგონებისთვის მაგალითი ვიყო" - ამბობდა თაკო.
ამჯერად გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს: „ჩემი უძლეველი რაზმით არდადეგებიდან მოგესალმებით!“ - წერს გია ბაღაშვილი "ფეისბუქში".