ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
"როგორი მამა ვარ, ჩემს თავზე ვერ ვისაუბრებ, ძალიან რთულია სიტყვებით აღვწერო ეს გრძნობა. სამყარო სულ სხვა ფერებით დავინახე. რაც შეეხება ლიზას, ძალიან ყოჩაღია. იყო ახალგაზრდა დედა, თან სწავლობდე სამედიცინოზე, თან ასწრებდე ყველაფერს, ყურადღებას ყველას მიმართ, ლიზა არის არაჩვეულებრივი…" - ამბობდა ირაკლი მაქაცარია ცოტა ხნის წინ; მოგვიანებით კი აღნიშნა ისიც, რომ მეუღლის მშობიარობას თავად დაესწრო:
"ლიზამ ფიზიოლოგიური გზით იმშობიარა. მეც დავესწარი მშობიარობას და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში. დედები ხართ ნამდვილი გმირები, გულწრფელად ვამბობ ამას" - აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ.
"ეს გოგო არის მზე" - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას რომანტიკული ცეკვა და განსაკუთრებული ახალი წელი პატარა გიორგისთან ერთად
"1 მილიონი ნახვა" - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ვიდეო, რომელმაც 5 დღეში რეკორდული ნახვები მოაგროვა
ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ. როგორც ლიზამ აღნიშნა, ეს ახალი წელი მისი ოჯახისთვის ჯადოსნური იყო, რადგან პირველად იზეიმეს პატარა გიორგისთან, მათთვის ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად.
ამჯერად ირაკლი მაქაცარია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს და მეგობრებს წინასაახალწლო სამზადისის კადრებს უზიარებს: