„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში პროექტის ორგანიზატორებმა მაყურებელს უამრავი საინტერესო ნომერი შესთავაზეს. მათ შორის იყო პროექტის ყოფილი მონაწილეების, ქეთი ხატიაშვილის, თათია თექთურმანიძისა და რუსკა ქარქაშაძის ცეკვა. სამივე მონაწილე ფეხმძიმედაა. ნომერს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
"იმდენი დადებითი კომენტარია ემოციებში ვვარდები და ვანებებ ხოლმე კითხვას თავს... ცეკვავენ ვარსკვლავები ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია და ამისთვის ნოე სულაბერიძეს ძალიან დიდი მადლობა" - თედო ბექაური
ბრწყინვალე შესრულება და აღფრთოვანებული მაყურებელი - ბექაურის და ანა ბირთველიშვილის „ქუიქსტეპი“ ჟიურიმ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა
ფოტოებს სოციალურ ქსელში რუსკა ქარქაშაძე აქვეყნებს:


რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
8 ივნისს რუსკა ქარქაშაძისა და ლაშა მოწონელიძის ქორწილი გაიმართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
"ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, - ამბობდა მსახიობი. მისივე თქმით, ლაშა ბიზნესის სფეროშია.