ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო. ეკას მეუღლე მიხეილ ხუჯაძე კი შპს "ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია.
ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა.
"ნინო შუბლაძის ("რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე.) ქორწილში ეკა საცეკვაოდ გავიწვიე და ჩემზე უფიქრია, ვინ იყო ეს მოცეკვავე და მომღერალი თავხედი ბიჭიო. მოკლედ, ჩემზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტი მომივიდა–მეთქი, ეს-ემ-ესი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო და ეს. შეხვედრა შევთავაზე და შევხვდით." - იხსენებდა მიხეილ ხუჯაძე ეკასთან პირველ შეხვედრას.
"ყოველთვის მოწიწებით ვუყურებდი ექიმებს და რაც მიშკასთან ვარ, ეს გრძნობა გაათმაგებული მაქვს. არასდროს ვლაპარაკობ მის პროფესიაზე. მისი საქმე იმდენად რთულია, რომ მირჩევნია, მსუბუქ თემებზე ვესაუბრო. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ვერ ვხვდებოდი მისი პროფესიის სირთულეს. ახლა უკვე ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ადგეს, რადგან 8–ზე ოპერაცია აქვს და დღის განმავლობაში შეიძლება 10 ოპერაცია გააკეთოს. ჩემს პროფესიას მიშას საქმიანობას ვერ შეადარებ, თუმცა სამუშაო საათები რომ მთავრდება, მიშა თავის ემოციებს სამსახურში ტოვებს, ჟურნალისტები კი ფიქრით 24 საათი სულ ჩვენს პროფესიაში ვართ" - ამბობდა ეკა ხოფერია.
„ქორწილი 16 წლის წინ ბათუმში გვქონდა; ეს იყო პირველი გასვლითი ქორწილი, რომელიც დიდი პერიპეტიებით დასრულდა, გაითიშა სინათლე, წყალი..." - ეკა ხოფერია და მიშა ხუჯაძე ურთიერთობისა და ოჯახური თანაცხოვრების შესახებ
"ჩვენს მიშა ხუჯაძეს გაუმარჯოს! რა მაგარია, შენ რომ დაიბადე " - ეკა ხოფერიასა და მიშა ხუჯაძის სიყვარულის ისტორია და ოჯახური ბედნიერება
ამჯერად ის ოჯახთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს და კალანდობას გვილოცავს:
"შემოდიოდა ჩვენში ჩიჩილაკებით კალანდა.
ჩიჩილაკი სახლში, ჩვენ, გათოშილები, მაგრამ ბედნიერები).
აბა, მრავალ კალანდობას, მეგობრებო!" - წერს ეკა ხოფერია.

