ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი 80-იანი წლებიდან მსოფლიოს აცინებს. პირველად 21 წლის ასაკში The Tonight Show-ში გამოჩნდა და აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერაც.

მალე მის ცხოვრებაში წარმატებული სამსახიობო კარიერა დაიწყო: მონაწილეობა მიიღო ცნობილ ფილმებში - Ace Ventura: Pet Detective და Dumb and Dumber.
მიღწევების მიუხედავად, ჯიმი ყოველთვის ებრძოდა დეპრესიას. მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები კი მას ბავშვობიდან აწუხებდა.

ნარკომანი მშობლები
მშობლები ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ებრძოდნენ. ჯიმს ბავშვობის ეს პერიოდი ყოველთვის მძიმედ ახსენდება: "მახსოვს, სააბაზანოში ჩავიკეტე და ვტიროდი, რადგან მეგონა, რომ დაიხოცებოდნენ. კარზე დააკაკუნეს და მითხრეს, გამოვსულიყავი. არ ვიცი, ეს შიში როგორ დავძლიე“ - განუცხადა მან The Hollywood Reporter-ს. მისი შიშები გამძაფრდა, როცა დედამ თავისუფლად დაიწყო საუბარი საკუთარ სიკვდილზე - "მახსოვს, შვიდი წლის ვიყავი, როცა დედამ სადილობისას ასეთი რაღაც თქვა: "ჩემი ტვინი წარმოუდგენელი სიჩქარით უარესდება! ნებისმიერ დროს მოვკვდები" - ძალიან შემეშინდა“ - იხსენებდა მსახიობი.
მსოფლიო ვარსკვლავს, კერი ოტისს იმდენად ეშინოდა სილამაზის დაკარგვის, რომ თავი ანორექსიამდეც კი მიიყვანა - მკვლელი დიეტისა და სილამაზის სასტიკი სტანდარტების მსხვერპლი
"დედა ფიზიკური დასჯის მომხრე იყო" - გრეის კელი: მონაკოს ამერიკელი პრინცესას ცხოვრების დეტალები

ბავშვობაში ძალიან მარტოსული იყო და მეგობარი თითქმის არასდროს არ ჰყოლია: „უმეტეს დროს ოთახში ვატარებდი. ჩემს თავს სარკეში ვაკვირდებოდი“.
შეყვარებულის თვითმკვლელობა

2015 წელს ჯიმ ქერის შეყვარებულმა კატრიონა უაითმა თავი მოიკლა - მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით მიღება გახდა.
მომდევნო წელს უაითის ყოფილმა ქმარმა მარკ ბარტონმა მსახიობს უჩივლა და მეუღლის სიკვდილში დაადანაშაულა. ბარტონი ამტკიცებდა, რომ ჯიმმა კატრიონას დიდი დოზით ტკივილგამაყუჩებელი მისცა, რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია.