თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა მელანიასთვის მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი სლოვენიაში გაიზარდა. სამშობლოდან წასვლა განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით მოახერხა - დონალდ ტრამპის გაცნობამდე მელანია საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და პარიზსა და მილანში მუშაობდა.
ამბობენ, რომ მელანია და დონალდ ტრამპი ერთად აღარ ცხოვრობენ
ხშირად ამბობენ, რომ მელანია ტრამპი არ არის თავისი მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ბოლომდე დადასტურებული არ არის, ცოლ-ქმარს შორის არსებული უთანხმოება ხშირად გამხდარა ამერიკული მედიის ინტერესის საგანი.
ხშირად წერენ, რომ მელანია ამ ურთიერთობაში უბედურია - დონალდ და მელანია ტრამპების სკანდალებითა და ხმაურით სავსე ცხოვრება
მელანია ტრამპის 10 საუკეთესო "ლუქი" მას შემდეგ, რაც ცნობილმა დიზაინერებმა მისთვის ტანსაცმლის შექმნაზე უარი თქვეს
ინსაიდერის თქმით, მელანია და დონალდი სრულიად განცალკევებით ცხოვრობენ. „ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად“, - განუცხადა წყარომ The Washington Post-ს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს აქვს სრულიად განსხვავებული განრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.
რთული ურთიერთობა ივანკა ტრამპთან
მედიის ცნობით, მელანია ტრამპი და დონად ტრამპის ქალიშვილი ივანკა არცთუ ისე ახლოს არიან. მელანიას ყოფილმა თანაშემწემ, სტეფანი უინსტონ ვოლკოფმა, გამოაქვეყნა მემუარები, სახელწოდებით "მელანია და მე”, რომელშიც გარკვევით საუბრობდა მელანიასა და ივანკას ურთიერთობაზე. ავტორის თქმით, მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიძაბა.
„იგი სულ მარტოა“
როგორც ამბობენ, მელანიას აშშ-ში არცთუ ისე დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრებზე. "მელანიას მეგობრები მისი ოჯახის წევრები არიან", - უთხრა ინსაიდერმა ჟურნალისტებს.