მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მონარქიას 1600-იანი წლებიდან მხოლოდ სიმბოლური როლი აქვს (ძალაუფლება ეყრდნობა პარლამენტს), მისი წევრები პოპულარობას არ კარგავენ და მუდამ ყურადღების ცენტრში არიან.
ქეით მიდლტონი, რომელმაც უელსის პრინცესას ტიტული დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, სამეფო ოჯახის წევრი 2011 წელს გახდა. თუმცა მანამდე მიდლტონს უამრავი სირთულის გადატანა მოუწია. პაპარაცები მოსვენებას არ აძლევდნენ, მედია კი მის შესახებ საზიზღარ ჭორებს ავრცელებდა.
ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის სიყვარულის ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ერთმანეთს შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდნენ. არსებობდა ჭორები, რომ ქეითმა ეს უნივერსიტეტი სპეციალურად შეარჩია, როცა გაიგო, რომ უილიამიც იქ აპირებდა სწავლას.
ტრადიციის დარღვევა
2011 წელს, ქორწილის დროს, ქეითმა სამეფო ოჯახის საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია - კერძოდ, საკურთხეველთან გაშლილი თმით მივიდა. როგორც ცნობილია, სტილისტები მას საპირისპიროს ურჩევდნენ, თუმცა პრინცესამ საკუთარი არჩევანი ამჯობინა.
ცნობილია, რომ ქეითს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს თავის დასთან. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ქორწილში მეჯვარედ პიპა წაიყვანა.
ქეითის მედდამ თავი მოიკლა
ქეითის პირველი ორსულობის დროს საავადმყოფოს მედდამ, რომელიც პრინცესას ჯანმრთელობაზე იყო პასუხისმგებელი, თავი მოიკლა. People-ის ცნობით, მედდა ჯასინტა სალდანჰა ღამის ცვლაში მუშაობდა, როდესაც ავსტრალიელმა რადიოს წამყვანებმა მელ გრეიგმა და მაიკლ კრისტიანმა დაურეკეს. მათ მედდა მოატყუეს და უთხრეს, რომ დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ჩარლზი პრინცესას ჯანმრთელობის დეტალებს ითხოვდნენ.
სალდანჰამ გაუცნობიერებლად გაამხილა უელსის პრინცესას ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით გრეიგმა და კრისტიანმა გაავრცელეს. სამი დღის შემდეგ კი მედდამ თავი მოიკლა. სიკვდილამდე კი წერილი დატოვა: "ჩემს სიკვდილში დამნაშავეები არიან ავსტრალიური რადიოს წამყვანები მელ გრეიგი და მაიკლ კრისტიანი. ვწუხვარ. ჯასინტა.“
ყოფილი მედდის გარდაცვალების ამბავმა სამეფო ოჯახი შოკში ჩააგდო და პრინცმა უილიამმა სალდანჰას ქმარს და ქალიშვილს სამძიმრის წერილი მისწერა. „შოკირებული ვარ ჯასინტას ამბის გაგებით. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ მასზე. იგი შესანიშნავი ადამიანი და მედდა იყო’ - ნათქვამი იყო აღნიშნულ წერილში.