"ასხივებთ სიყვარულს და ბედნიერებას" - ნუცა ცისკარიშვილი საახალწლო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს გვიზიარებს - Marao

"ასხივებთ სიყვარულს და ბედნიერებას" - ნუცა ცისკარიშვილი საახალწლო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

2024-01-15 17:17:45+04:00

ნუცა ცისკარიშვილი მეუღლესთან და შვილთან, პატარა დაჩისთან ერთად საახალწლო ფოტოსესიიდან ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს: 

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა.

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მოღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

"ჩემი უღლის გამზიარებელს და დაჩის მამიკოს 35 წელი შეუსრულდა…" - ნუცა ცისკარიშვილის ემოციური წერილი მეუღლეს 

"ოტია სიყვარულს სიტყვების ნაცვლად, ძირითადად, საქმით გამოხატავს..." - ნუცა ცისკარიშვილი ოჯახური ცხოვრების შესახებ 

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ...

"ყველაფერი ბევრად მარტივია, როცა ოჯახთან ერთად აკეთებ. ერთმანეთს ვუდგავართ მხარში. ბავშვის მოვლაშიც მეხმარებიან მეუღლე და დედამთილ-მამამთილი და სხვა საქმეებშიც.

ოტია კომპლიმენტებით არასდროს გამოირჩევა. შეფარვით თუ მეუბნება ხოლმე რაღაცას. სიტყვების ნაცვლად, ძირითადად, საქმით გამოხატავს. მეც ასე მირჩევნია. ოტიას ვიდეოები ხან მოსწონს, ხან არ მოსწონს, ხან მეკამათება, ხან მთხოვს, მოდი, ეს არ გადაიღოო. ხან არ მაქცევს ყურადღებას, ვითომ საერთოდ არ იცის, რომ ვიღებ. ძირითადად, არ მოსწონს. ურჩევნია, ჩვენი სივრცე დარჩეს ჩვენად. ვცდილობ, ამ საქმიანობით ჩემი ოჯახის წევრები არ გავაღიზიანო" - ამბობდა ნუცა.