აშშ-ში ყველაზე ცნობილი სატელევიზიო დაჯილდოების, Emmy Award-ის ცერემონია მიმდინარეობს. პირველი ჯილდო 1949 წლის 25 იანვარს გაიცა ჰოლივუდის სპორტულ კლუბში. სახელი „ემი“ მომდინარეობს სიტყვისგან „immy“ - ასე უწოდებდნენ კათოდურ მილს პირველ სატელევიზიო კამერებში.
"ემი" ითვლება ისეთი დონის ჯილდოდ, როგორიც არის "ოსკარი" (კინემატოგრაფიისთვის), "გრემი" (მუსიკისთვის) და "ტონი" (თეატრისთვის).
წლევანდელ დაჯილდოებას ტელევიზიის კაშკაშა ვარსკვლავები ესწრებიან. უშუალოდ დაჯილდოების დაწყებამდე მათ წითელი ხალიჩის გავლა უწევთ. ეს მოდის კრიტიკოსების საყვარელი მომენტია:
მოდით, თვალი გადავავლოთ წლევანდელი "ემის" დაჯილდოების ყველაზე გამორჩეულ ჩაცმულობებს: