პოპულაური პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-12 სეზონის ფინალი 14 იანვარს შედგა. პროექტის გამარჯვებული თედო ბექაური მეწყვილესთან, ანა ბირთველიშვილთან ერთად გახდა. თედოს პროექტის სპონსორებისგან არაერთი პრიზი ხვდა წილად.
"ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი" - თედო ბექაურის ოჯახური კადრები და სიყვარულის ისტორია
- მიკროსაფინანსო კომპანია "ბერმელმა" თედოს 5000 ლარი გადასცა.
- "ჯაოკენმა" ასევე 5000 ლარი აჩუქა თედოს.
- თბილისის თავისუფალმა აკადემიამ ბექაურს 5000 ლარი გადასცა და ასევე, ინგლისურის შესწავლა დაუფინანსა.
- "ბელონასგან" 1000-ლარიანი ვაუჩერი.
- თედომ "არქტურისგან" ბინა მიიღო, როგორც პროექტის გამარჯვებულმა.
- ასევე, ნოე სულაბერიძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თედოს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებენ.
ამ ქურდობაზე მე მადებდნენ ხელს... 200 ლარი იყო. ძალიან ავნერვიულდი. იმ პერიოდში თან მიჭირდა, მაგრად მიჭირდა, ბანკის ვალი მქონდა" - რას იხსენებს თედო ბექაური
გარდა პრიზებისა და საჩუქრებისა, თედო ბექაურმა ამ ხნის მანძილზე უფრო მნიშვნელოვანის, ხალხის დიდი სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურებაც შეძლო, რასაც ფინალური ცეკვის შემდეგ ჟიურის ერთ-ერთი წევრის, გოჩა ჩერტკოევის შეფასებაც მოწმობს. მან აღნიშნა, რომ მონაწილე ვარსკვლავები ხშირად საუბრობენ საკუთარ თავზე, მოლოდინებზე, სურვილებზე... "მთელი სეზონის განმავლობაში თედოსგან ერთხელაც არ წამოსულა ნეგატივი და ეს მოგებაზე მეტია" - აღნიშნა გოჩა ჩერტკოევმა.
"ამ ფილმმა პოპულარობაც მოიტანა, ხალხის სიყვარულიც მაჩუქა, თვალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემაც მომიგვარა" - როგორ ცხოვრობს დღეს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"
"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, გულშემატკივრობისთვის, თითოეული ზარისთვის და, თუნდაც, სიტყვირი თანადგომისთვის. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. მინდა, გისურვოთ წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი და საუკეთესო" - დაწერა თავად თედო ბექაურმა.
თედო ბექაური და ანნა ბირთველიშვილი სტუმრად „იმედის დილაში“ იყვნენ. გამარჯვებულმა წყვილმა პროექტის შესახებ ისაუბრა.
თედო: „ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, თუ რა ხდება ჩემს თავს, გულის სიღრმეში, როგორც ყველა, მეც ველოდებოდი გამარჯვებას... მთავარია, პროცესს სწორად მიჰყვე, არ დაკარგო შენი თავი, მაყურებელი... დიდი შრომა გვიწევდა ჩვენი მაყურებლისთვის.
ანა ბირთველიშვილი: ბოლო ცეკვის პერიოდში თვითონ ცეკვა არ იყო სანერვიულო, მაგრამ როცა ვიცეკვეთ და დრო მოვიდა გამარჯვებულის გამოცხადების, მაშინ უკვე თედო ძალიან დაიძაბა და ნერვიულობა დაიწყო", - თქვა ანამ.