ნინი ქარსელაძე მხოლოდ სამი წლის იყო, როდესაც პირველად ფრანგული სიმღერა la belle dame sans regrets ჩაწერა. 2003-ში ნინიმ სიმღერა „ჩემი ქალაქი“ გამოუშვა, რომელზედაც კლიპიც გადაიღო. სიმღერა გამოსვლისთანავე გახდა ჰიტი.
მომღერალი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზეც არაერთხელ უსაუბრია.
"ბიძა ბავშვობიდან მათამამებდა. პირველი შვილი ვარ, თან გოგო, ერთადერთი გოგო ვიყავი 15 წელი და მარტო ჩემ გათამამებაზე იყო მერაბი ორიენტირებული. შესაბამისად, ხათუნა იყო ძალიან მკაცრი. მერაბი მისრულებდა ყველაფერს და დღესაც ასეა. ყველამ რომ უთხრას, რომ ეს შავია, ნინი თუ იტყვის, რომ თეთრია, მორჩა, ამბობს, რომ ნინიმ ასე თქვა.
"ჩემი ანგელოზები" - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძისა და ანასტასია ხაჩიძის ფოტოს აქვეყნებს
ხათუნა საშინლად მკაცრი იყო. ყველას ეშინოდა, მარტო მე არა. ჩემს მეგობრებსაც ხათუნასი ეშინოდათ. ანასტასიასთან სხვანაირადაა. ახლა მე ვარ მკაცრი ანასტასიასთან და მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რაც ხათუნას ჩემზე ჰქონდა აღებული.
მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება“, - ამბობდა ნინი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინი ქარსელაძემ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა ახლა ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ.
"ჩვენს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როცა მე მისთვის გული ძალიან მიტკენია; ამას განსაკუთრებით ვნანობ ახლა" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიას შესახებ
"მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, - თქვა ნინიმ.
ამჯერად ნინის ფოტოებს ზურა ხაჩიძე აქვეყნებს: "ჩემი ანგელოზი" - წერს ზურა.