კეიტ მოსი დღეს 50 წლის გახდა. სამხრეთ ლონდონში დაბადებული მოსი 14 წლის ასაკში შენიშნა სამოდელო სახლის აგენტმა. 16 წლის ასაკში კი უკვე ჟურნალებსა და რეკლამებში გამოჩენა დაიწყო.
"ის იყო თავხედი ბავშვი კროიდონიდან", - იხსენებს ფოტოგრაფი კორინ დეი, რომელმაც მოსი Vogue-ის პირველი გარეკანისთვის გადაიღო - "სხვა მოდელებს არ ჰგავდა... მაგრამ ვიცოდი, რომ ცნობილი გახდებოდა."
ჭამთ ყველაფერს და ნებისმიერი რაოდენობით - ლეგენდარული ქეით მოსის დიეტა, რომლითაც მოდელი 21 დღეში 5 კილოგრამამდე იკლებს
„დასაწყისიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ - ჯონი დეპის და ქეით მოსის სიყვარულის ისტორია
თავისი ხანგრძლივი და ისტორიული კარიერის განმავლობაში იგი გამოჩნდა ბრიტანული Vogue-ის 40-ზე მეტ გარეკანზე. ყველაზე დიდ ყურადღებას კი მოსის ჩაცმის სტილი იქცევდა, რამაც იგი "გლობალურ სტილის ხატად" აქცია.
მოსის ცხოვრება დიდი ხანია ტაბლოიდების ინტერესის საგანია. ჯონი დეპთან, ჟურნალის რედაქტორ ჯეფერსონ ჰეკთან და The Libertines-ის ფრონტმენთან, პიტ დოჰერტისთან გახმაურებული რომანების გარდა, 2005 წელს ბრიტანულმა მედიამ ფართოდ გაავრცელა ინფორმაცია მისი სავარაუდო ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რამაც მოდელს დააკარგვინა მომგებიანი სამოდელო კონტრაქტები Burberry-სთან, Chanel-თან და H&M-თან...
მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ნებაყოფლობით შევიდა არიზონის სარეაბილიტაციო კლინიკაში. „თავს ცუდად ვგრძნობდი და საკმაოდ გაბრაზებული ვიყავი, რადგან ყველა, ვისაც ვიცნობდი, ნარკოტიკებს იღებდა“, - იხსენებდა მოდელი.