საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში დაიბადა, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული სკოლის აღზრდილია და მისი დებიუტი „დინამოში“ 2018 წლის 9 მაისს შედგა.
გიორგი წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. გიორგი წიტაიშვილი 2018 წლიდან კიევის „დინამოს“ საკუთრებაა.
ცნობილი სტუმრები, უკრაინელი მეუღლე და ზღაპრული საღამო - ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი დაქორწინდა: კადრები ულამაზესი წყვილის ქორწილიდან
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილი სოფია მურზაა.
ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. ცერემონიას არაერთი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი. საღამოზე ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც იმყოფებოდა.
ამჯერად გიორგი წიტაიშვილი მამა გახდა. ფეხბურთელსა და მის მეუღლეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც თინა დაარქვეს.