მომღერალი ირაკლი ნოზაძე და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულ სიყვარულს მისი და ია დუდაშვილის ქალიშვილი ნიაკო იმსახურებს. ნიაკოს პატარა ასაკიდანვე საკუთარი სოციალური ქსელები აქვს, რომლებსაც მშობლები მართავენ და საზოგადოებას ხშირად უზიარებენ სახალისო ვიდეოებს.
ია სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია და საკუთარ გამოცდილებას შვილებთან თუ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ხშირად უზიარებს გამომწერებს.
„იშვიათი ოჯახი... ეს ორი ცალკე გალაქტიკაა“ - ნიაკო ნოზაძის უსაყვარლესი შესრულება მამასთან ერთად
"ჩვენს ურთიერთობაში რომ კონფლიქტები დაიწყო, ძალიან გამოუცდელი ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ორი ოჯახი ჰყავდა, ალბათ, ირაკლიც გამოუცდელი იყო" - ია დუდაშვილი პირად ურთიერთობაზე
ამჯერად იტალიაში საბავშვო სამოსის გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდებია წარდგენილი, (Dolce & Gabbana, Bugatti, Escada) მათ შორის საქართველოს სახელით ვილი & მილი გახლავთ ღირსეულად და დამსახურებულად წარმოდგენილი, მათთან ერთად კი არის ნიაკო ნოზაძე. ინფორმაციას ნიაკოს მამა ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.
„არ ვიცი, რას ვგრძნობ, ვერ გადმოგცემთ! უბრალოდ ცას ვწვდები სიამაყით! მადლობა უფალს ასეთი რეალობისათვის“. – წერს ირაკლი ნოზაძე.