„იმედის“ ეთერში გავიდა ნიკოლოზ წულუკიძის გახმაურებული პროექტი ქართული თეატრის შესახებ. წულუკიძის ამ ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს პირადი „ფეისბუქის“ გვერდზე უამრავ მადლობას ეუბნებიან ამ პროექტის გამო:
„ენით აღუწერელი ისტორიები გულში ჩამწვდომი სიღრმე, ასეთი თხრობა, მაყურებელთან შერწყმული გადმოცემული საოცარი ემოცია…
ნიკოლოზ წულუკიძემ ქართული თეატრის გამორჩეულ მსახიობებზე ისაუბრა და მათი სახალისო ისტორიებიც გაიხსენა. ერთ-ერთი ასეთი მსახიობი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილიც:
"თავზარდაცემული ლელია ქუჩაში გავარდა, ცხენთან მიიჭრა, რომელზეც კაზაკი იყო ამხედრებული და შეჰყვირა: - მკვლელებო, მკვლელებო, ძირს მეფე!" - ვინ იყო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე
"პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა" - მედეა ჯაფარიძის სიყვარულის ამბავი
ლადო ალექსი-მესხიშვილი ქართველი მსახიობო და რეჟისორი იყო. იგი 1857 წელს თბილისში, სამხედრო ექიმის — სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ოჯახში დაიბადა. თბილისის ერთ-ერთი კერძო პანსიონის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო.
ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში.
1905 წელს ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: ვინჩენცო მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და გერჰარტ ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა, ქართული სცენის მრავალი ოსტატი გამოზარდა.