ნატო გაბუნია საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მრგვალი პირისახის ქალი იყო, ხშირი წარბებითა და დახრილი თვალებით, ჰქონდა ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები. პერიფერიიდან დედაქალაქში გამომგზავრებული, ერთი შეხედვით, გარეგნულად არაფრით გამორჩეული ქალი, მალე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ.
ნატო გაბუნიას პირველი ბენეფისი მაშინ გადაუხადეს, როცა მსახიობი 21 წლის შესრულდა. ძალიან მალე ნატო არა მხოლოდ წამყვანი მსახიობი, არამედ ელიტის საპატიო სახე გახდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მსახიობები მატერიალურ კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ. დარგისა და ქართული თეატრის პოპულარიზაციის მიზნით ისინი ბევრს მუშაობდნენ, სოფელ-სოფელ წარმოდგენებს მართავდნენ, რომელთა დიდი ნაწილი საქველმოქმედო იყო. სპეციალურად ნატოსთვის წერდნენ პიესებს ილია ჭავჭავაძე, აქვსენტი ცაგარელი, აკაკი წერეთელი...
ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა - უმშვენიერესი მედეა ამირანაშვილის ცხოვრება და მოგონებები
"პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა" - მედეა ჯაფარიძის სიყვარულის ამბავი
განსაკუთრებით მოსწონდა ნატო გაბუნიას სიმღერა დაირის თანხლებით. დავით კასრაძის მოგონებებში ერთი ასეთი ფაქტია მოყვანილი - ელისაბედ ჩერქეზიშვილთან გამართულ ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე ილიას თავისი ხელით გადაუცია ნატოსთვის დაირა და სიმღერა უთხოვია. მსახიობსაც გული არ დაუწყვეტია და ''ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია'' შეუსრულებია. ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმამ თავი გაუხსენა და თავი ცუდად იგრძნო. ''ბატონო ილია, ბატონო ილია!'' - გაისმა ნატოს ხმა, დაირა გვერდით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა...
ამჯერად ნიკოლოზ წულუკიძე ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორიას გვიყვება...