მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს.
მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ. „მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი.
"ვგრძნობ, რომ ვარ დედაჩემის ნაწილი, მისი გაგრძელება... ჩემთვის დედა ყველაფერია..." - გიგი დედალამაზიშვილი დედაზე საუბრობს
"დედალამაზიშვილების ზღაპარი... ლიზი 8 წლის" - გიგი დედალამაზიშვილის ქალიშვილი იუბილარია
მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ სწავლა არსად გაუგრძელებია. 16 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი კურსი მოიარა კიევში და შემდგომ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.
ამჯერად მარინა "ტიკტოკგამომწერებს" თავის ისტორიას უყვება:
"მოგესალმებით. რადგან ჩემი აუდიტორიის უკრაინული ნაწილი უკვე კარგად მიცნობს, მინდოდა გამომესწორებინა ის ფაქტი, რომ ქართულმა აუდიტორიამ (რომელიც დღეს შეადგენს თითქმის 50%-ს) შეიძლება არაფერი იცოდეს ჩემ შესახებ.
მე მქვია მარინა კარპი და ვარ უკრაინელი. დავასწრებ თქვენს კითხვებს ჩემი „ქართული ფესვების“ შესახებ და გეტყვით, რომ რაც უნდა გასაკვირი იყოს, არ მაქვს, მაგრამ მაქვს ბულგარული ფესვები. საქართველოში პირველად აღმოვჩნდი 2011 წელს, 20 წლის ასაკში, როცა გიგისთან სტუმრად ჩამოვედი. უკვე მაშინ მივხვდი, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა არა მხოლოდ ჩემი მომავალი მეუღლე, არამედ საქართველოც. და აქ საუბარია არა მხოლოდ გემრიელ საჭმელსა და კარგ ამინდზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც პირველი დღიდან შემიქმნეს ასეთი არაჩვეულებრივი ატმოსფერო - სწორედ ეს გახდა ჩემთვის დოპინგი ამდენი წლის განმავლობაში.
უკვე 13 წელია ვცხოვრობ ორ ქვეყანასა და ორ ქალაქს შორის: კიევსა და თბილისში. აქ, თბილისში, რაც უნდა ტკბილად ჟღერდეს, ვიპოვე ჩემი სიყვარული, გავხდი ორი შვილის დედა, გადავიღე ასობით ფოტოსესია #karpiy_portfolio და ათობით ფოტომოგზაურობა @phototourkarpiy-ს ფარგლებში და, რაც მთავარია, გავიცანი უამრავი არაჩვეულებრივი, კეთილი და საოცარი ადამიანი. ზუსტად ახლა ბევრი თქვენგანი კითხულობს ამ სტრიქონებს. ჩემთვის დიდი პატივია, მერქვას ქართველების რძალი და გპირდებით, რომ მომავალში უფრო ხშირად დავწერ პოსტებს, მათ შორის, ქართულადაც, ჩემი საყვარელი ქართულის მასწავლებლის დახმარების გარეშე. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩემდამი ინტერესისთვის, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ, დიდი ალბათობით, არ გესმით უკრაინული. მთელი გულით მიყვარხართ." - წერს მარინა.