ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები 2021 წელს გახდნენ. მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.
„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში. ეგრევე შევამჩნიე.
მიჭირს იმაზე ლაპარაკი, მე რით მოვხიბლე ნუცა. ალბათ, მეგობრული ვარ და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – ამბობდა არჩილ სოლოღაშვილი.
ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ. პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს.
"ზღაპრული მოგზაურობა" - არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მალტიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებენ
"ტიკტიკა და საყვარელი" - ნუცა ქავთარაძე პატარა სანის ახალ ვიდეოს აქვეყნებს
ამჯერად ნუცა და აჩიკო ქორწინების 12 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ნუცა მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის.
„ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც არაფრის შეგეშინდება, ზურგს გაგიმაგრებს, მუდმივად მზად იქნება, ახალი თავგადასავლებისთვის და რომელთან ერთადაც ყველა სირთულეს ასე ღიმილით გადალახავ, მე ვიპოვე 12 წლის წინ. ჰოდა, თქვენც იმავეს გისურვებთ.
არჩილ, მიყვარხარ! ჯერ მოზარდები ვართ, თინეიჯერობამდე კიდევ ერთი წელი“. – წერს ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.