49 წლის მსახიობი პენელოპე კრუსი უკვე მრავალი წელია, სტილისა და სილამაზის სიმბოლოდ ითვლება და საოცრად გამოიყურება. მისი ყოველი ახალი გამოსვლა თაყვანისმცემლებისა და მედიის მხრიდან დიდ ყურადღებას იმსახურებს და შთაგონებასაც არაერთი ქალი იღებს. ამიტომ, ხშირად ინტერესდებიან, რაშია გამორჩეული მსახიობის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო. დღეს პენელოპე კრუსის ცხოვრების სტილის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ გიამბობთ:
მსახიობი უარს ამბობს შაქრისა და ტკბილეულის მიღებაზე
ალბათ, რთულია, გემრიელ ნამცხვრებსა და ტკბილეულზე უარი თქვა, თუმცა, როგორც მსახიობი აღნიშნავს, მრავალი წელია, ცდილობს, შაქრის გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდოს:
"ვცდილობ, რძის პროდუქტები და შაქარი არ გამოვიყენო. ვჭამ ბევრ ხილს, ბოსტნეულს, ხარისხიან ცხოველურ ცილას. ახლა ვსვამ ძალიან ბევრ წყალს, რასაც ადრე არ ვაკეთებდი." - ამბობს მსახიობი.
ის ბევრს ვარჯიშობს
როგორც პენელოპე კრუსი ამბობს, ყოველდღიური ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ სხეულის ფორმაზე აისახება, არამედ ძალიან დიდ ენერგიას აძლევს და დადებით გავლენას ახდენს კანზეც:
"ბიკრამ-იოგათი ვარ დაკავებული, რამაც ჩემი სხეული მთლიანად შეცვალა. ახლა ჩემი ენერგიის დონე მაქსიმუმზეა. ეს ჯადოქრობას ჰგავს და ნამდვილი მაგიაა." - აღნიშნავს პენელოპე. მსახიობი ვარჯიშობს სპორტ-დარბაზშიც და შესანიშნავ ფორმაშია.
წაიკითხეთ სრულად