ასაკის მატებასთან ერთად, ბევრ ქალს თავდაჯერებულობის პრობლემა ექმნება და ფიქრობენ, რომ ცხოვრების საუკეთესო პერიოდი უკვე გავიდა და წინ საინტერესო აღარაფერია. ქვემოთ მოცემული ციტატები შეგახსენებთ, რომ ასაკი მხოლოდ პირობითი განსაზღვრებაა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ცხოვრებით დატკბეთ, დაგეგმოთ თავგადასავლები და იყოთ აქტიური:
"ქალისთვის ასაკი მნიშვნელოვანი არ არის. შეგიძლიათ, მომხიბვლელი და განუმეორებელი 20 წლის ასაკშიც იყოთ და 40 წლის ასაკშიც და ასეთად დარჩეთ სიცოცხლის ბოლომდე."
"ქალები ყველაზე მიმზიდველები 35-დან 40 წლამდე ასაკში არიან." - კრისტიან დიორი
"ჰკითხე საკუთარ თავს, რამდენი წლის იქნებოდი, რომ არ იცოდე, ახლა რამდენის ხარ. ესაა შენი რეალური ასაკი" - უენ დაიერი
"როდესაც ქალი ოცდაათი წლის ხდება, პირველი, რასაც ივიწყებს, ასაკია. ორმოცი წლის ასაკში კი ეს ფაქტორი მისი მეხსიერებიდან მთლიანად იშლება." - ნინონ დე ლანკო
"თუ ქალი თავის ასაკს არ მალავს, მაშინ ის საკუთარი თავით კმაყოფილია." - ჯულიანა უილსონი
"20 წლის ასაკში გაქვს სახე, რომელიც ბუნებამ მოგცა; 30 წლის ასაკში გაქვს სახე, რომელიც ცხოვრებამ გამოძერწა; 50 წლის ასაკში კი გაქვს სახე, რომელიც დაიმსახურე." - კოკო შანელი
"საქმე ასაკში არ არის, მნიშვნელოვანი კომუნიკაციის კულტურა და ინტელექტუალური განვითარების დონეა." - უინსტონ ჩერჩილი
"10 წლის წინ ეს ნაოჭები არ მქონდა. ვხედავ, რომ შევიცვალე, მაგრამ ჩემი თავისთვის არ მითქვამს: „ღმერთო ჩემო! რა ამაზრზენია!" არა, პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელად მიმაჩნია." - მონიკა ბელუჩი
"ახლა თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 30 წლის ასაკში. მჯერა, რომ ასაკი მხოლოდ ქრონოლოგიის ნაწილია. ის უფრო მეტად შენს სულსა და ენერგიას უკავშირდება. იმასაც, თუ რამდენად შეგრჩა ცნობისმოყვარეობა და რაიმეთი გატაცების სურვილი." - ჯეინ ფონდა
"ერთ მშვენიერ დღეს ხვდები, რომ შენი ასაკი გალამაზებს. ახალგაზრდობის დაბრუნების მცდელობა ფუჭია. აღმოვაჩინე, რომ 60 წლის ასაკის შემდეგაც მშვენივრად გამოვიყურები. ყველაფერი კარგადაა." - მიშელ პფაიფერი
"ნუ შეიზღუდავთ თავს ზედმეტად. არც გადამეტებული თავაზიანობაა კარგი. იყავით მაქსიმალურად გახსნილები. ზოგჯერ სამყაროს ბავშვის თვალით შეხედეთ და აღმოაჩინეთ რაღაც, რაც სიცოცხლის გაგრძელების მოტივაციას მოგცემთ." - ჰელენ მირენი
"ადამიანის ასაკი მის შინაგან მდგომარეობას ასახავს. როდესაც ცხოვრებაში რაღაცით მოხიბლული და აღტაცებული ხარ, ისე სწრაფად არ ბერდები, როგორც ამას ციფრები გამოხატავს." - ვანესა პარადი
წაიკითხეთ სრულად