ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გასული წლის 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.
მარიამ გრიგოლიამ 2017 წელს რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა. პატარა ნინია წყვილისთვის პირველი შვილია. ნიკოლოზი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილია. მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა.
ნინიას პირველი ზეიმი ჩემი ცხოვრების ისტორიაში საპატიო პირველ ადგილზე დამკვიდრდა, სხვა ყველა ამბავი გადააჩოჩა უკან. ამ ფორთოხალზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მართლა აღარაფერია. უამრავი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ყველას მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის!.. მიყვარხართ!“, – წერდა ინგა გრიგოლია.
ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში საკმაოდ ცნობილია. იგი გიგა ბოკერიას მეუღლეა. ჰყავს ორი შვილი: ეკატერინე (პირველი ქორწინებიდან) და კესარია.
ცოტა ხნის წინ ეკატერინე პირველი შვილის დედა გახდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა შვილიშვილის ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა:
„გაიცანით ალექსანდრა - ჩემი შვილიშვილი“ - წერდა ის.
ამჯერად ინგა გრიგოლია, ეკა მამალაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი "შუადღის" ეთერში ბებიობაზე და საკუთარ გამოცდილებებზე საუბრობენ.