ოთარ ჯორჯიკიასა და მარიამ ნაჭყებიას წყვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ "მიმღერედან" გაიცნო. მათი გამორჩეული შესრულება და უნიკალური ხმა მსმენელისთვის მართლაც დაუვიწყარია. ოთარისა და მარიამის სიყვარულის ისტორია 15 წელს ითვლის და ისინი სამი შვილის მშობლები არიან:
"ჩვენი ისტორია კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში იწყება. მარიამის მამა – ნუკრი ნაჭყებია, გახლდათ ოპერის მომღერალი და შემდეგში ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. იმ დროს ის იყო მუსიკალური სკოლის ვოკალური განყოფილების გამგე. მოვხვდი ამ სკოლაში და მე და მარიამმა ერთმანეთი გავიცანით. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. შემდეგ იყო ვენა და იქიდან რომ ჩამოვედი, ისევ ჩავაბარე მუსიკალურში. მაშინ ასე იყო საჭირო და განგების ნებით, მარიამი შემიყვარდა. დროთა განმავლობაში მასაც გაუჩნდა გრძნობები ჩემ მიმართ და დღეს ოჯახი გვაქვს" - ამბობდა ოთარ ჯორჯიკია.
მეგობრობით დაწყებული სიყვარულის ისტორია - ოთარ ჯორჯიკიასა და მარიამ ნაჭყებიას ოჯახური იდილია

ცნობილი ტენორის, ოთარ ჯორჯიკიას მომღერალი მეუღლე, მარიამ ნაჭყებია, ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს დედამთილთან:
მეგობრობით დაწყებული ისტორია და სიყვარულის 15 წელი - ოთარ ჯორჯიკია და მარიამ ნაჭყებია ქორწინების 15 წლის იუბილეს აღნიშნავენ
„არ შეიძლება გიყვარდეს მეუღლე და არ გიყვარდეს მისი მშობელი, ანუ არ გქონდეს მასთან ნორმალური ურთიერთობა. არ არის აუცილებელი, დედაზე მეტად შეიყვარო, ეს ჯანსაღი არ არის, მაგრამ კარგ ურთიერთობას წინ არაფერი უდგას. ჩემი დედამთილი ძალიან მიყვარს. ის ჩემი შვილების ბებია, მეუღლის დედა და ჩემი დიდი მეგობარია. რა თქმა უნდა , გვაქვს ზღვარი და ჩვენ არ ვართ დაქალები, თუმცა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია და მიხარია, რომ მასაც ვუყვარვარ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ…“