ხუთშაბათს ლოს-ანჯელესში Julien's Auctions-ი გაიმართა. აუქციონზე წარმოდგენილი იყო საკულტო კაბების იშვიათი კოლექცია, რომლებსაც მე-20 და 21-ე საუკუნეების ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალები ატარებდნენ. მათ შორის იყო პრინცესა დიანას შავი კოქტეილის კაბა.
კაბა 325 000 დოლარად გაიყიდა, რაც სამჯერ აღემატება მის თავდაპირველ ფასს - 100 000 დოლარს.
პრინცესა დიანაზე ისტორიები არაერთხელ მოგვისმენია. „ხალხის გულების პრინცესა“ გარდაცვალების შემდგომაც მუდამ აქტუალურია.
ფატალური დამთხვევები გრეის კელისა და პრინცესა დიანას ბედში, რამაც ტრაგიკული დასასრული გამოიწვია
დაუშვებელი ჟესტი სამეფო ოჯახისგან: როგორ დაარღვია ელიზაბეტ მეორემ პროტოკოლი პრინცესა დიანას დაკრძალვის დღეს
1995 წელს პრინცესა დიანას ინტერვიუს 200 მილიონი ადამიანი უყურებდა. მოგვიანებით, სამეფო ოჯახის ბრძანებით, მისი ეკრანებზე გაშვება აიკრძალა.
როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა დიანას ჰკითხა, რატომ ფიქრობდა, რომ არასდროს გახდებოდა დედოფალი, უელსის პრინცესამ უპასუხა: „მინდა, რომ ხალხის გულების დედოფალი ვიყო, მაგრამ ჩემს თავს ამ ქვეყნის დედოფლად ვერ ვხედავ. არ მგონია, ეს ბევრს უნდოდეს. ამაში კი მონარქიას ვგულისხმობ. რადგან მე წესებს არ ვემორჩილები, რადგან გულით ვხელმძღვანელობ და არა თავით“ - აღნიშნა პრინცესამ.
საუბარი დიანას ქორწინებასაც შეეხო - პრინც ჩარლზის რომანმა კამილა პარკერ ბოულზსთან სამეფო წყვილის 14-წლიანი ქორწინება დაასრულა: „ამ ქორწინებაში სამი ადამიანი ვიყავით. დამეთანხმებით, რომ ხალხმრავალია.“ ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ჩარლზი მეფე, დიანამ უპასუხა: „ვფიქრობ, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის ამაზე პასუხი. ცხადია, ეს არის კითხვა, რომელიც ყველას თავში ტრიალებს. მაგრამ ვინ იცის, რას გვიმზადებს ბედი. ჩემი სურვილია, ჩემმა ქმარმა სიმშვიდე მოიპოვოს. ძალიან ვნანობ, რომ ჩვენმა ქორწინებამ არ გაამართლა. მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან წინ არის მომავალი, მომავალი ჩემი ქმრისთვის, მომავალი ჩემთვის და მომავალი მონარქიისთვის.“