სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. დათუნა მართლაც ძალიან ჰგავს დედას...
„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.
წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასუნა შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
"ჩემი პირველი სიყვარული" - სალომე ღვინიაშვილის უფროსი შვილი დათუნა აბულაძე იუბილარია
"თითქოს ჩემი ბავშვობის ბოლო მოგონებებიც ქრება; იღბლიანი ვარ, რომ ყველაზე ლამაზი ბებია მყავდა სამყაროში" - სალომე ღვინიაშვილის ბებია გარდაიცვალა
ამჯერად სალომე გამომწერების კითხვებს პასუხობს. კითხვაზე, რა არის მისი და ზურას მყარი ოჯახის საიდუმლო - სალომე პასუხობს:
„საიდუმლო არ არსებობს, მთავარი, ალბათ, სიყვარულია. თუმცა, სიყვარულის გარდა, კიდევ ბევრი ფაქტორია აუცილებელი, მეგობრობა, მაგალითად, გამუდმებით პრანჭვა, რომ ის ქიმია არსად გაქრეს; დათმობებზე წასვლა, პრობლემების ერთად მოგვარება და არა პრობლემებისგან გაქცევა;პ ასუხისმგებლობების გააზრება.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ რაც უფრო წლები გადის, ურთიერთობა ბევრად მყარი, ნამდვილი და ჯანსაღია“. – წერს სალომე.