უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია - აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი - იტალიელი მხატვარი.
"დიახ, ეს სიმართლეა!" - ვინ არის 19 წლის იტალიელი ლამაზმანის ახალი რჩეული: მონიკა ბელუჩის შემდეგ, ასაკით უფროსი შეყვარებული დევა კასელმაც გამოაჩინა
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, რომელიც 2004 წლის 12 სექტემბერს რომში დაიბადა, ნამდვილად მზადაა დედის გზა ღირსეულად გააგრძელოს.

დევა კასელი 15 წლის იყო, როცა მოდელ ლუკა სალანდრასთან ურთიერთობა დაიწყო. შეყვარებულები სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ და დევამ ახალი სიყვარულის პოვნა უკვე შეძლო - მისი ახალი რჩეული მსახიობი საულ ნანია. საულის მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმია Under the Riccione Sun.
"ორ წელზე მეტ ხანს ერთი ბიჭი უყვარდა... გულჩათხრობილი ადამიანია, მარტო ყოფნა უყვარს" - 5 ფაქტი მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილზე, დევა კასელზე
დევა კასელი დედას კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა - მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის გოგონას ახალი ფოტოები სოციალურ ქსელებს იპყრობს
დევამ და საულმა ურთიერთობა ოფიციალურადაც დაადასტურეს და ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ამჯერად კი წყვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, დევა Dior-ის ჩვენებას დაესწრო. ბრენდმა 2024 წლის გაზაფხული ზაფხულის Haute Couture კოლექცია წარადგინა. ფოტოები ჩვენებიდან დევამ თავად გამოაქვეყნა.