"11 წელი ერ­თად ბედნიერად ვი­ცხოვ­რეთ... რა­ტომ დავ­შორ­დით? იყო მი­ზე­ზი ამის" - ნელი ბე­რა­ი­ა­სა და ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, ორი შვილის სიკვდილი და ხატვაში გადატანილი დარდი - Marao

"11 წელი ერ­თად ბედნიერად ვი­ცხოვ­რეთ... რა­ტომ დავ­შორ­დით? იყო მი­ზე­ზი ამის" - ნელი ბე­რა­ი­ა­სა და ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, ორი შვილის სიკვდილი და ხატვაში გადატანილი დარდი

2024-01-24 15:43:12+04:00

თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ნელი ბე­რა­ია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის ულა­მა­ზე­სი მან­დი­ლო­სა­ნი გახ­ლდათ. მას ოდრი ჰე­პ­ბერნს ამ­სგავ­სებ­დნენ. იყო თბი­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლის, მსა­ხი­ობ ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლე. ჰყავ­და ორი შვი­ლიც, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ ბო­ლოს მა­ინც მარ­ტო­ო­ბის­თვის გა­ი­მე­ტა. ახლა 93 წლის არის და სა­მე­ბა­ში ცხოვ­რობს. იმ ოთახ­ში, სა­დაც ადრე ჯერ რეზო ჩხე­ი­ძე, შემ­დეგ კი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­დნენ, ახლა ქალ­ბა­ტო­ნი ნელი ცხოვ­რობს. ოთა­ხი სავ­სეა მისი ნა­ხა­ტე­ბით. 93 წლის მხატ­ვა­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. თავის ახ­ლან­დელ ყო­ფასა და ტრა­გი­კულ ბედ­ზე ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა:

ნელი ბე­რა­ი­ა­სა და ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია

"42 წლის ვი­ყა­ვი, როცა ირაკ­ლი გა­ვი­ცა­ნი. 11 წელი ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ და მის­გან ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა არ მახ­სოვს. სულ იუ­მორსა და და­დე­ბით ემო­ცი­ებ­ში იყო, მას­თან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. გაც­ნო­ბი­დან ერთ თვე­ში გავ­ყე­ვი ცო­ლად. შოთა მა­ნა­გა­ძემ გამ­გზავ­ნა სტუ­დი­ა­ში, იქ ვნა­ხე ირაკ­ლი, ფილ­მს ახ­მო­ვა­ნებ­და. მა­შინ ირაკ­ლი ცოლს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, ორი შვი­ლი ჰყავ­და. თა­ვი­დან ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ ბა­გებ­ში, მის მა­მი­დას­თან.

 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე იყო. ეჭ­ვი­ა­ნი არ იყო, არც ვაძ­ლევ­დი მი­ზეზს, არც მე ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი. რა­ტომ დავ­შორ­დით? იყო მი­ზე­ზი ამის. ერთი, რაც ვერ მი­პა­ტი­ე­ბია ჩემი თა­ვის­თვის - როცა მო­ვი­და შე­სა­რი­გებ­ლად, ძა­ლი­ან ცი­ვად მი­ვი­ღე, თურ­მე უკვე ავად იყო. არ ვი­ცო­დი. რომ მცოდ­ნო­და ავად იყო, არ გა­ვუშ­ვებ­დი. სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­ძი­მარ­ზე მი­ვე­დი თე­ატ­რში, იქი­დან გა­ას­ვე­ნეს. ერთხელ ერთ გა­და­ცე­მა­ში მკი­თხეს, რა გაქვთ თქვენ და ოდ­რის სა­ერ­თოო და ვუ­პა­სუ­ხე, ისიც სამ­ჯერ იყო და მეც-მეთქი".

ნელი ბე­რა­ი­ას შვი­ლე­ბის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია

"1973 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი გოგო, ბე­ბი­ამ აბორ­ტი გა­უ­კე­თა და სეფ­სი­სი და­ე­მარ­თა. მე არ ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ. უსი­ა­მოვ­ნე­ბა ჰქო­ნია ქმარ­თან და ალ­ბათ, ამი­ტომ. ამ დროს მა­მა­მი­სი მთა­ვა­რი ექი­მი იყო აჭა­რის პირ­ვე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა, როცა აბორ­ტი გა­კეთ­და, იმ დროს უკვე ცუ­დად იყო, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. ძა­ლი­ან უნერ­ვი­უ­ლია ამ ამ­ბის გამო, მალე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბე­ბია არც ექი­მი იყო, არც ექთა­ნი, რა­ტომ გა­ბე­და აბორ­ტის თვით­ნე­ბუ­რად გა­კე­თე­ბა, არ ვიცი. თა­ვად გა­უ­კე­თა აბორ­ტი. მა­ნამ­დე ვი­ღა­ცის­თვის ჰქონ­და ასე­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი თვით­ნე­ბუ­რად, მა­ში­ნაც შვილ­მა, ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა, ერთი დღე და­ა­ყა­რა და მა­ინც გა­ბე­და და მე­ო­რედ ჩემს შვილს გა­უ­კე­თა.

წაიკითხეთ სრულად