პრინც ჰარის მემუარებმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია მითქმა-მოთქმა. თუმცა დედამისი, პრინცესა დიანა, არანაკლებ გულახდილი იყო თავის წიგნში, რომლის დაწერაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოასწრო.
როგორ გამოიყურება პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც მილიონ დოლარად გაიყიდა
”პრინცესა დიანა. ცხოვრება, რომელზეც თავად გვიამბობს" - ასე ეწოდება ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომლიდანაც დიანა სპენსერის რამდენიმე გულწრფელი ციტატა შევკრიბეთ.
- „ჩარლზს პირველად ჩემი დის წყალობით შევხვდი. მელაზე ნადირობა გამოცხადდა ნოუბოტლის ტყეში, ალტორპთან ახლოს. პრინცი ჩარლზიც მიიწვიეს. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სკოლიდან თავი გამეთავისუფლებინა და ამ დროს ალტორპში ვყოფილიყავი. რომც არ გავეშვი, გავიქცეოდი. სკოლაში ვმჯდარიყავი, როცა ჩვენს მამულში პრინცი მოდიოდა? არავითარ შემთხვევაში".
- „ღმერთო, მის გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი! მოგვიანებით მივხვდი, რომ მისი ღალატისთვის არ ვიყავი მზად, მაგრამ ეს მერე იყო... მაშინ კი... მილიონი სასვენი ნიშანი არ გეყოფათ ჩემი გრძნობების აღსაწერად".
ტყუილი თუ სიმართლე? რა არის ის სამი ამბავი, რომლისთვისაც სერიალი "გვირგვინი" საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს
- „ჩარლზი მხოლოდ მაშინ არის ნაზი და ალერსიანი, როცა ყველაფერი მის ნება-სურვილზე კეთდება. ძალიან ზრდილობიანი და სასიამოვნოა მეგობრებთან ურთიერთობაში, ხმას არასდროს არავის წინაში აუწევს... ჩემ გარდა! შეუძლია საჯაროდ მიყვიროს და დამამციროს ისე, რომ არც შერცხვება. ყველას უნდა დაანახოს, რომ არარაობა ვარ, ვისთვისაც ზედმეტია ყურადღება, მილოცვა, ღიმილი".
- „ერთია, სამეფო ოჯახს შორიდან აკვირდებოდე და სულ სხვაა მის წევრად ყოფნა. ბალმორალში არანაკლებ მკაცრი რუტინაა, ვიდრე ბუკინგემის სასახლეში. დედოფალმა უბრალოდ არ იცის, როგორ იცხოვროს მკაცრი ყოველდღიური რუტინის მიღმა, სადაც ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, სადაც ყველაფერი წუთებშია გათვლილი."
- ”ნელა მივდიოდი საკურთხევლისკენ, რომელთანაც პრინცი ჩარლზი მელოდებოდა. შორიდანვე შევამჩნიე კამილა ჭუჭყისფერი სამოსით და სასაცილო ქუდით. თავის შვილთან, ტომთან ერთად იყო. ვიცი, რომ კამილა ნაცრისფერ თაგვს მეძახდა. მაგრამ იმ დღეს ის იყო ნაცრისფერი თაგვი“.
„შავი ცხვარი თეთრ ცხვრებში“- 1,1 მილიონად გაყიდული სვიტერი, რომელიც პრინცესა დაიანას სამეფო ოჯახთან ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა
- „ჩემს ქმარს დღეში ერთხელ მაინც რომ ეთქვა, რომ ვუყვარვარ, ცას ვეწეოდი. მაგრამ სამეფო ოჯახში უბრალოდ არ არის მიღებული გრძნობების გამოხატვა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე".
წაიკითხეთ სრულად