კახი კავსაძის სიყვარულზე, რომელსაც ის ბელა მირიანიშვილის მიმართ გრძნობდა, ლეგენდები დღემდე დადის. ხალხი კახის ყველაზე დიდ პატივს სწორედ იმ მხარდაჭერის გამო გრძნობს, რომელიც მან საწოლს მიჯაჭული მეუღლის მიმართ გამოავლინა.
როგორც ცნობილია, მსახიობმა ბელა უნივერსიტეტის დერეფანში ნახა და მას შემდეგ ჩუმად ეტრფოდა ქალს. მოგვიანებით, ვახშამზე, კახიმ ბელა მის მეუღლედ გამოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ ბელას უკვე ჰყავდა ქალიშვილი, ისინი მაინც დაქორწინდნენ.
ბელას ძალიან უყვარდა თეატრი, სცენაზე დგომა იყო მისთვის ის, რისი კეთებაც ყოველდღე სურდა, თუმცა ირაკლიზე ორსულობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ვინაიდან ანტიბიოტიკების მიღებაზე უარს ამბობდა, რათა შვილისთვის საფრთხე არ შეექმნა, მშობიარობის შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა.
ამჯერად მსახიობი ზანდა იოსელიანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. მისი ჯგუფელი იყო კახი კავსაძე, რომელიც ზანდას პირველი პარტნიორი იყო. კახი კავსაძეზე საუბრისას ზანდა ამბობს:
რა იყო სიკვდილის წინ ბელა მირიანაშვილის უკანასკნელი სიტყვები?
"ყველგან, სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მთავარში ბებიას ნამდვილად ჰგავს" - რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი და როგორია ირინკა კავსაძის ცხოვრება
„სულ ერთად ვიყავით პარტნიორები სპექტაკლებში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ რატომ ახლა? რომ მოაბეს მაგას კუდები. კოტე მახარაძე იყო თუ ბადრი კობახიძე, ჩვენი პედაგოგი, მე რომ დამინახავდნენ, მეუბნებოდნენ – კახი თუ ნახეო და კახის ჩემზე ეკითხებოდნენ. უნდოდათ, რომ რაღაც დაწყებულიყო. კახი ვერ შეაცდინეს, სულ ერთად გვაყენებდნენ სპექტაკლებში. თავიდან მე ვჯობდი ნიჭით, მაგრამ მერე იმან მაჯობა, იმიტომ, რომ ის გიჟი იყო და გაიტანა თავისი თავი. მე სულ უკან ვიხევდი მთელი ცხოვრება. კახი მომწონდა, როგორც ადამიანი, მაგრამ არ მომწონდა, როგორც იცოდა ლაპარაკი. არასდროს გვიკამათია.
სტუდენტობის შემდეგ არც მე ვიმტვრევდი მისი სპექტაკლების ნახვით თავს და არც ის იჯდა კიბეზე ჩემი სპექტაკლის სანახავად.
იყო რაღაც მომენტები, რამაც დამაეჭვა, მაგრამ მკაცრად დავდექი. იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა და რაღაცაში იყო საქმე.
სანამ დავქორწინდებოდი, ერთი საქმრო მყავდა. იმასთან ერთად მოვსეირნობდი რუსთაველზე. კახი და კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფელი რუსთაველის თეატრთან იდგნენ.
მივესალმე და ჩავიარე. გაგიჟებულა, ეს როგორ მომესალმაო…
ბოლოს რუსთაველის თეატრში ვნახე. ერთ-ერთ მსახიობს ვაცილებდით. გოგოო, დამიძახა. ისე გამიხარდა, ასე რომ მომმართა...
მისი ფილმი რომ ვნახე, კახი კავსაძე, ვიფიქრე, რომ მცოდნოდა, როგორი ბავშვობა ჰქონდა გავლილი, მისი ლაპარაკის მანერას ყურადღებას არ მივაქცევდი.“ – ამბობს ზანდა.