ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელსაქმის მრავალი ახალი ტენდენცია გაჩნდა. ქართულ ბაზარზეც არაერთი სტარტაპია, რომლებიც მომხმარებელს ხელნაკეთ აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს სთავაზობენ. ხელსაქმის ზოგიერთი სახეობა შესაძლოა სახელით გეცნობოდეთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დგას ამ სახელების უკან.
თუ ფიქრობთ, რომ დროა ჰობი ბიზნესად აქციოთ, მაგრამ არ იცით, ხელსაქმის კონკრეტულად რომელი მიმდინარეობა აირჩიოთ, თუ რაიმე განსხვავებულ და უჩვეულო იდეას ეძებთ, გადახედეთ არტის და კრაფტის ამ ხუთ უჩვეულო იდეას.

ხელობის უძველესი სახეობა, რომელიც წარმოიშვა ევროპაში. ეს არის დეკორატიული მოცულობითი და ბრტყელი კომპოზიციების დამზადება სპირალებში დაგრეხილი ქაღალდის გრძელი ზოლებისგან. იგი გამოიყენება საჩუქრების შეფუთვის, ღია ბარათების, ფოტოჩარჩოების დეკორაციისა და კედლის დეკორისთვის, ასევე სხვადასხვა ხელნაკეთობის შესაქმნელად.


ორიგამი — ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურის ან სხვა საგნების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა. ხელოვნების მიზანია შეიქმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, ძირითადად, წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით.
ორიგამიში გამოიყენება ცოტა ნაკეცი, მაგრამ შეიძლება მათი გაერთიანება ბევრი გზით, რათა მივიღოთ ქაღალდის ჩახლართული დიზაინი. ორიგამით აფორმებენ სხვადასხვა ღონისძიებას, ამზადებენ ორიგინალურ დეკორაციებს.


სხვადასხვა ზედაპირზე ფიგურების ამოჭრა. გრავირების ტექნიკით შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარის დამზადება, მათ შორის, პერსონალური ხასიათისაც.


ხელსაქმის მარტივი ვერსია, რომელიც გულისხმობს სურათების შექმნას ლურსმნებისა და ფერადი ძაფებისგან. ძაფების ხელოვნება ინგლისში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც მქსოველებმა, მორჩენილი მასალების გამოყენებით ისწავლეს განსაცვიფრებელი დეკორატიული დიზაინის შექმნა ფიცრებზე თავიანთი სახლების გასაფორმებლად. თანდათანობით, ტექნიკა გაუმჯობესდა, საბოლოოდ გახდა ხელსაქმის პოპულარული სახეობა. ეს ტექნიკა საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მაღალი დონის უნარები, სწრაფად და მარტივად შექმნან სხვადასხვა ზომის, სტილისა და ფერის ორიგინალური ნახატები.


თოჯინების კერვა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხელსაქმედ ითვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ბევრმა ეს ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია. ნატურალური მასალებით შეკერილი უსაფრთხო სათამაშოები აქტუალური ხდება საქართველოშიც. შეგიძლიათ დაიწყოთ მზა შაბლონების გამოყენებით და ეტაპობრივად დახვეწოთ ტექნიკა. იდეები შეგიძლიათ მოიძიოთ „პინტერესტზე“, ხოლო მასტერკლასები - youtube-ზე იპოვოთ.

R