სოფი ლორენის შვილი საქართველოში იმყოფება - რა ვიდეოს გვიზიარებს მარიამ შარმანაშვილი - Marao

[ვიდეო] სოფი ლორენის შვილი ქართველ რჩეულთან ერთად საქართველოში იმყოფება - რა ვიდეოს გვიზიარებს მარიამ შარმანაშვილი

2024-01-25 11:28:21+04:00

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.

„თბილად დაგვხვდა... ურთიერთობაში ძალიან უშუალოა; ჩემთვის პატივია, რომ სოფი ლორენთან ვასოცირდები" - სოფი ლორენის ქართველი სარძლო ლეგენდარულ მსახიობთან შეხვედრას იხსენებს 

"სოფიამ მითხრა, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხარ, იცოდე, ეს გზა ძალიან რთული იქნებაო..." - როგორ იხსენებს ნინო სურგულაძე მსოფლიო ვარსკვლავთან, სოფი ლორენთან შეხვედრას 

ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.

ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“. – ამბობდა მარიამი.

ამჯერად კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი აჭარაში იმყოფებიან. მარიამმა ფოტოები და ვიდეოები მაჭახელას ხეობიდან გაგვიზიარა. როგორც ვიდეოდან ვიგებთ, კარლო პონტი საქართველოთი აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ გარემო ულამაზესი და შთმაგონებელია.