თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა წლების მანძილზე თავადაც ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა ამ დრომდე მათი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო:
"ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში. თუმცა, როგორც ვხედავ, იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის (ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ჰყავს (ჩემი მშობელი), რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ.
"ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე
"6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას და მამიდას" - თამუნა მუსერიძე
ბაბუაჩემი - გენადი ნანავა, 1918 წელს ზუგდიდში დაიბადა. სხვადასხვა წელს იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი და რუსთავის სპეცმშენის კადრების უფროსი. ძალიან უყვარდა ლექსების წერა. სამწუხაროდ, საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში, 1952 წელს ზუგდიდის ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი, თუ იცით, რომ თქვენი ბაბუა ან მამა იყო გენადი ნანავა, თუ ჭორის დონეზე გაქვთ რამე ისტორიისთვის ყური მოკრული, გთხოვთ, შემეხმიანეთ...
აგრეთვე მთელი გულით გთხოვთ - ეს პოსტი გააზიარეთ, იქნებ ეს ისტორია ვინმეს ყურამდე მივიტანოთ..." - წერდა ის.
თამუნა მუსერიძე „ბი-ბი-სიმ“ 2023 წლის წარმატებული ქალების ასეულში დაასახელა. სატელევიზიო პროექტის "ვეძებ" ის ასეულში ძალიან ცნობილი ქალბატონების, მათ შორის, მიშელ ობამას გვერდით აღმოჩნდა.
ამჯერად BBC ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თამუნას საქმიანობის შესახებ ჰყვება. სრული ვიდეო ეთერში 26 იანვარს გავა:
"ვეხმარები დედებს, რომლებიც შვილებს ეძებენ. შვილებს, რომლებიც ექიმებმა დაბადებისას მოიტაცეს და გაყიდეს" - ამბობს თამუნა.