მადონამ პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც გამოუშვა ჰიტები, True Blue და Like A Virgin. იმ დროისთვის ის იყო მოდის ხატად წოდებული, გამოირჩეოდა მუდამ ექსტრავაგანტური ჩაცმულობით. შავი თვალის ლაინერი, წითელი მკვეთრი ტუჩსაცხი, ტანზე მომდგარი საუცხოო კოსტიუმები პოპ-ვარსკვლავის დამახასიათებელი ხელწერა იყო. დროის სვლასთან ერთად, ფანებმა მისი სახის ტრანსფორმაციაც შეამჩნიეს, განსაკუთრებით თვალშისაცემი კი დაბერილი ტუჩები და განსხვავებული სახის კონტურია. მომღერალი ნეგატიურ კომენტარებს ასე გამოეხმაურა: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენგან, მსგავსი კომენტარების მოსმენა. ამით ვხვდები, რომ აქტუალობა არასდროს დამიკარგავს“.
მადონა, რომელიც თითქმის არ გვახსოვს: როგორ გამოიყურებოდა მომღერალი პლასტიკურ ოპერაციებამდე
63 წლის მადონა კრიტიკის მსხვერპლი თამამი ფოტოების გამოქვეყნების გამო გახდა
ბევრი ვარაუდის მიუხედავად, მადონა არასდროს აღიარებდა პლასტიკური ქირურგიის ჩარევას და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებიც არ სიამოვნებდა. „რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ პლასტიკური ოპერაციის, თუმცა ამის განხილვას არ ვაპირებ.“
მომღერლის გამოჩენამ 2023 წლის "გრემის" დაჯილდოებაზე ფანები შოკში ჩააგდო. ზოგიერთი მათგანი ირწმუნებოდა, რომ მადონას „ახალი სახე“ ჰქონდა. ინდუსტრიის ბევრი ექსპერტი ეჭვობს, რომ მადონას სახეზე უამრავი კოსმეტიკური პროცედურა აქვს გაკეთებული, როგორებიცაა იმპლანტები, ბოტოქსი და სახის პილინგი.
ორშაბათს მანჰეტენზე გამართულ კონცერტზე მომღერლის გამოჩენას კვლავ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი აღნიშნავს, რომ მადონა "ასაკისთვის შეუფერებლად" იქცევა.