კიმ კარდაშიანის 10 წლის ქალიშვილი უკვე ძალიან პოპულარულია. ის განსაკუთრებით აქტიურია TikTok-ზე და ხშირად აზიარებს ვლოგებს ვარსკვლავური ცხოვრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ნორთი 10 წლისაა, ის დედასავით დიდ დროს უთმობს თავის მოვლას, დადის სალონში და სახის სპა პროცედურებითაც მოხიბლულია.
ნორთი დასვენებისა და გართობისთვისაც იცლის. ის დასთან ერთად "დისნეილენდში" მოგზაურობს, კადრებს კი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.
ვინ არის 2024 წლის TOP 10 ყველაზე ლამაზი ქალი მთელ მსოფლიოში - კვლევა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ნორთის დედა, კიმ კარდაშიანი, სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელია. იგი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა მისი და ყოფილი შეყვარებულის, რეი ჯეის ინტიმური კადრები და ტელეარხზე E! გავიდა რეალითი-შოუ მისი და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით. კიმს ჰყავს ორი და: ქლოი და კორტნი კარდაშიანები. 2021 წლის 6 აპრილს მისმა ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
კიმი ხშირად ხვდება ტაბლოიდებზე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო. 2000 წელს 19 წლის ასაკში დაქორწინდა მუსიკალურ პროდიუსერ დეიმონ ტომასზე, რომელსაც 2004 წელს დაშორდა. 2011-2013 წლებში დაქორწინებული იყო NBA-ს ამერიკელ კალათბურთელ კრის ჰამფრისზე. 2014 წელს დაქორწინდა ამერიკელ რეპერ კანიე უესტზე, რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მათი მესამე და მეოთხე შვილი სუროგაციით დაიბადა.
ქანიე უესტი ასევე ცნობილი და განხილვადი ვარსკვლავია. მან პოპოულარობა მოიპოვა 2000-იან წლებში. ის დაიბადა ატლანტაში, გაიზარდა ჩიკაგოში] და გახდა ცნობილი, როგორც Roc-A-Fella Records-ის პროდიუსერი, თუმცა შემდგომში მან თავისი რეპ-კარიერაც წამოიწყო და 2004 წელს გამოსცა პირველი ალბომი, The College Dropout, რომელმაც კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მიერ აღიარება მოიპოვა. შემდეგში მან თავისი ლეიბლი, GOOD Music დაარსა. მის მუსიკაში გამოიყენებოდა როგორც ორკესტრის, ასევე სინთეზატორებისა და Auto-Tune-ს ელემენტები, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ალბომებში Late Registration (2005), Graduation (2007) და 808s & Heartbreak (2008). მის მე-5 და მე-6 ალბომებმა, My Beautiful Dark Twisted Fantasy-მ (2010) და Yeezus-მა (2013) ასევე მოიპოვეს კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება. უესტმა სხვადასხვა მუსიკალური სტილის გამოყენება თავის შემდგომ 2 ალბომში, The Life of Pablo-ში (2016) და Jesus Is King-ში (2019) დაიწყო. მისმა მე-10 ალბომმა, Donda-მ, ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას, თუმცა კრიტიკოსებისგან შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა. უესტის დისკოგრაფიაში ასევე შედის 2 კოლაბორაციული ალბომი. ესენია Watch The Throne (2011) ჯეი-ზისთან ერთად და Kids See Ghosts (2018) Kid Cudi-სთან ერთად.
ლამაზი მუცელი და იდეალური სხეული - ნახეთ კიმ კარდაშიანის ახალი დიეტის გასაოცარი შედეგები
უესტი, რომელმაც 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, 100 ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური შემსრულებლების სიაში შედის. მას მიღებული აქვს "გრემის" 90-ზე მეტი ნომინაცია, აქედან მან 22-ში გაიმარჯვა, რაც რეპერებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მას ასევე მოგებული აქვს ბილბორდის Artist Achievment Award, BRIT Awards, როგორც საუკეთესო საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი და მაიკლ ჯექსონის სახელობის Video Vanguard Award. კანიეს 6 ალბომი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში მოხვდა. ამავე ჟურნალმა ის ყველა დროის 100 საუკეთესო ავტორის სიაში შეიტანა. 2005-დან 2015-მდე ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შედიოდა.