ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი. მისი ცნობილი ნამუშევრებია „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.
დავით იმედაშვილი დაიბადა თბილისში, 1979 წლის 23 აპრილს. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი.
პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „ოცნების ქალაქი“, 2009 წელს გადაიღო. 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი — „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.
„არ ვიცი, რომელი გოგო უნდა მოეწონოთ შენს შვილებს შენ მერე“ - ანა იმედაშვილის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია
"ჩემს კომპანიაში ერთი ქალბატონი მუშაობდა, რომელმაც ერთ დღეს ჯიბიდან ამოიღო კალენდარი, სადაც ანას ფოტო ეხატა" - დავით და ანა იმედაშვილების სიყვარულის ისტორია
2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვები.
დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. რეჟისორის მეუღლეა ტელეწამყვანი ანა იმედაშვილი. ანა და დავით იმედაშვილები ამ ეტაპზე ამერიკაში ცხოვრობენ და იქ საქმიანობენ. ოჯახურ კადრებს კი სოციალურ ქსელშიც აზიარებენ.
ამჯერად ანა იმედაშვილი იუბილარია. დავით იმედაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და "ინსტაგრამზე" ფოტოს აქვეყნებს:
"საუკეთესოა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო" - წერს დავით იმედაშვილი.
