" ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლად ჭამა, მეც ვსუნ­თქავ, მეც მაქვს გული, ოჯა­ხი და რა ვქნა, არ ვჭა­მო?" - ინდირა ჯგერენაია ბულინგისა და ზედმეტი წონის შესახებ - Marao

" ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლად ჭამა, მეც ვსუნ­თქავ, მეც მაქვს გული, ოჯა­ხი და რა ვქნა, არ ვჭა­მო?" - ინდირა ჯგერენაია ბულინგისა და ზედმეტი წონის შესახებ

2024-01-26 12:04:35+04:00

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­დი­რა ჯგერ­ენა­ი­ას მიერ ნამ­ღერ­მა იტა­ლი­ურ­მა სიმ­ღე­რამ Ancora, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ვი­დეო მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა და მის შეს­რუ­ლე­ბას აღარ აპი­რებს, რად­გან ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლოა, ამით ვინ­მეს აწყე­ნი­ნოს.

მარ­ტო­ხე­ლა დედა წლე­ბია რაც 7 წლის ან­დრი­ას ზრდის. ამ­ბობს, რომ არ გას­ჭირ­ვე­ბია, რად­გან დედა ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა. ძი­რი­თა­დად, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე იწ­ვე­ვენ. მუ­შა­ობს ბევ­რს და აღარ ფიქ­რობს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე, რად­გან მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შვი­ლია და მის გამო, შე­საძ­ლოა, ბევრ რა­მე­ზეც თქვას უარი, მათ შო­რის, სიყ­ვა­რულ­ზეც...

- ინ­დი­რა, სად ხართ ახლა, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა?

 - ბოლო წლე­ბია, ძი­რი­თა­დად, გზა­ში ვარ, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ისს შო­რის. არა უშავს, მთა­ვა­რია, საქ­მეს ვა­კე­თებ და ტყუ­ი­ლად არ დავ­დი­ვარ და ამ საქ­მეს კარ­გად ვუ­ძღვე­ბი. მუდ­მი­ვად ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ, თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბას არც გან­ვი­ხი­ლავ­დი, დე­და­ქა­ლაქ­ში შვილს ვერ გავზრდი­დი, რად­გან ჩემი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­ცობ­ში მო­მი­წევ­და. ბავ­შვის გაზ­რდა­ში დედა მეხ­მა­რე­ბა. ვამ­ბობ ხოლ­მე, ის რომ არ მყავ­დეს, არა­ფე­რი ქალი არ ვიქ­ნე­ბო­დი-მეთ­ქი.

ან­დრია ახლა 7 წლის არის. ძა­ლი­ან მოს­წონს მომ­ღე­რა­ლი დედა, მაგ­რამ არა დატ­ვირ­თუ­ლი, ხან­და­ხან ამის გამო პრო­ტეს­ტიც აქვს. ჯერ­ჯე­რო­ბით კა­რი­ე­რას და ბავ­შვთან ყოფ­ნას, შემ­დეგ ვნა­ხოთ. ან­დრი­ას მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი აქვს, სმე­ნაც, ხმაც, მაგ­რამ მე მგავს, ჯი­უ­ტია. ამი­ტომ არ ვა­ძა­ლებ, რომ მა­ინცდამა­ინც იმ­ღე­როს. მჯე­რა, რომ ერთხე­ლაც ამო­ხეთ­ქავს ეს ნიჭი.

- მარ­ტო­ხე­ლა დედა ხართ, ამას რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს თან?

- არ არის რთუ­ლი, თუ სწო­რად გაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ არა­ვი­სი იმე­დი არ უნდა გქონ­დეს. მაგ­რამ როცა დამ­ხმა­რე არ გყავს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე ისე­თი დედა ვარ, რომ სხვას შვილს ვერ ვან­დობ. ყო­ველ­თვის იმის მომ­ხრე ვარ, რომ ჩემი საქ­მე მე გა­ვა­კე­თო, რის გა­მოც, მერე დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე მექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, ბევრ რა­მეს ვე­ღარ ვას­წრებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რაც ან­დრი­ას ეხე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი ვარ. შე­იძ­ლე­ბა ამის გამო ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს რამე და­ვაკ­ლო, იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი შვი­ლია.

- რო­დე­საც მის და­ბა­დე­ბამ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ბავ­შვის გაზ­რდა მარ­ტოს მო­გი­წევ­დათ, რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს მა­შინ­დე­ლი ინ­დი­რა?

- რა­მაც არ მომ­კლა, ყო­ველ­თვის გა­მაძ­ლი­ე­რა-მეთქი, ამ სი­ტყვებს ხში­რად ვი­ყე­ნებ. ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ან­დრია დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­შია.

- კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სხვა ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ? თქვე­ნი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი­დან ბევ­რმა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო...

- ყო­ველ­თვის ში­შით ვუ­ყუ­რებ ემიგ­რან­ტებს. არა­სო­დეს არა­ვინ გა­მი­კი­ცხავს, რა­ტომ და­ტო­ვა შვი­ლი, მაგ­რამ ეს ჩუმი ში­შია, მშობ­ლის შიში. ღმერ­თს ყო­ველ­თვის იმას ვეხ­ვე­წე­ბი, ისე არ გა­მი­ჭირ­ვო, რომ ავ­დგე და შვი­ლი დავ­ტო­ვო-მეთქი. ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­რაფ­რით ვე­ღარ ვი­ყი­დი. იმი­ტომ ვა­კე­თებ მაქ­სი­მუმს, რომ მჯე­რა, სა­დღაც გა­მი­მარ­თლებს.

 

- ინ­დი­რა, ძი­რი­თა­დად, სად მღე­რით?

- კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე, ქორ­წი­ლია ეს თუ ნათ­ლო­ბა. ასე­ვე გა­მოვ­დი­ვარ კონ­ცერ­ტებ­ზე.

- თქვე­ნი ნი­ჭის ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც სცე­ნა­ზე ყოფ­ნი­სას აღ­მერ­თებ­დნენ და რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ წინ დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, არ გი­ფიქ­რი­ათ რომ ეს მი­ნი­მუ­მია?

- რა გა­ვა­კე­თო, მი­თხა­რით და ვი­ზამ. ჩემი შვი­ლი ცოტა კი­დევ უნდა გა­ი­ზარ­დოს, რომ მისი და­ტო­ვე­ბა თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე თვით შევ­ძლო.

"ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ იმ ქალის დამსახურებაა" - ინდირა ჯგერენაია რუსუდან მუმლაძეს 

ინდირა ჯგერენაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ 

- ბოლო წლებ­ში კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ გიც­დი­ათ?

- უკ­რა­ი­ნის „ვო­ის­ში“ ამიყ­ვა­ნეს, უკვე წას­ვლას ვა­პი­რებ­დი, ომი რომ და­ი­წყო. არ ვიცი, ალ­ბათ ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­ში ამ­ბო­ბს ხოლ­მე, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იბ­ლო­კე­ბი­ან. თქვენ თუ გიგ­რძნი­ათ სა­კუ­თარ თავ­ზე მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- არა­ვინ არ­სად არ მბლო­კავს, თუმ­ცა ვცდი­ლობ, პო­ლი­ტი­კა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად არ ჩა­ვე­რიო. დამ­ბლო­კა­ვენ და თვი­თონ და­იბ­ლო­კე­ბი­ან. არ მახ­სენ­დე­ბა პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც ვინ­მე უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცა და შემ­დეგ არ მი­ი­ღო... ამ ყვე­ლა­ფერ­ში ღმერ­თის ხელი ურე­ვია. ყველ­გან ვარ, ქუ­თა­ის­შიც ვიმ­ღე­რე სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე და თბი­ლის­შიც, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე.

წაიკითხეთ სრულად