"ჩემს შვილს 17 ნათ­ლია ჰყავს... ჩემი შვილისთვის ვცხოვრობ, უკეთესი ვინ მყავს? არ ვთვლი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია' - ინდირა ჯგერენაია, როგორც მარტოხელა დედა და მისი პირადი ცხოვრება - Marao

"ჩემს შვილს 17 ნათ­ლია ჰყავს... ჩემი შვილისთვის ვცხოვრობ, უკეთესი ვინ მყავს? არ ვთვლი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია' - ინდირა ჯგერენაია, როგორც მარტოხელა დედა და მისი პირადი ცხოვრება

2024-01-26 12:12:59+04:00

მარ­ტო­ხე­ლა დედა, ინდირა ჯგერენაია წლე­ბია, რაც 7 წლის ან­დრი­ას მარტო ზრდის. ამ­ბობს, რომ არ გას­ჭირ­ვე­ბია, რად­გან დედა ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა. ძი­რი­თა­დად, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე იწ­ვე­ვენ. მუ­შა­ობს ბევ­რს და აღარ ფიქ­რობს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე, რად­გან მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შვი­ლია და მის გამო, შე­საძ­ლოა, ბევრ რა­მე­ზეც თქვას უარი, მათ შო­რის, სიყ­ვა­რულ­ზეც...

" ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლი ჭამა, მეც ვსუნ­თქავ, მეც მაქვს გული, ოჯა­ხი და რა ვქნა, არ ვჭა­მო?" - ინდირა ჯგერნაია ბულინგისა და ზედმეტი წონის შესახებ 

- მარ­ტო­ხე­ლა დედა ხართ, ამას რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს თან?

- არ არის რთუ­ლი, თუ სწო­რად გაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ არა­ვი­სი იმე­დი არ უნდა გქონ­დეს. მაგ­რამ როცა დამ­ხმა­რე არ გყავს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე ისე­თი დედა ვარ, რომ სხვას შვილს ვერ ვან­დობ. ყო­ველ­თვის იმის მომ­ხრე ვარ, რომ ჩემი საქ­მე მე გა­ვა­კე­თო, რის გა­მოც მერე დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე მექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, ბევრ რა­მეს ვე­ღარ ვას­წრებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რაც ან­დრი­ას ეხე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი ვარ. შე­იძ­ლე­ბა ამის გამო ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს რამე და­ვაკ­ლო, იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი შვი­ლია.

- რო­დე­საც მის და­ბა­დე­ბამ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ბავ­შვის გაზ­რდა მარ­ტოს მო­გი­წევ­დათ, რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს მა­შინ­დე­ლი ინ­დი­რა?

- რა­მაც არ მომ­კლა, ყო­ველ­თვის გა­მაძ­ლი­ე­რა-მეთქი, ამ სი­ტყვებს ხში­რად ვი­ყე­ნებ. ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ან­დრია დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­შია.

- ვის­თან მე­გობ­რობთ მომ­ღერ­ლე­ბი­დან?

- თით­ქმის ყვე­ლას­თან. ჯერ მარ­ტო ჩემს შვილს 17 ნათ­ლია ჰყავს. ზა­ფხულ­ში მო­ვას­წა­რი მო­ნათ­ვლა, სა­ნამ ნათ­ლი­ებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბო­და. აქე­დან ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან ანრი ჯო­ხა­ძე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ლელა წურ­წუ­მია. მყავს მე­გობ­რე­ბი, ვი­საც 30-მდე ნათ­ლია ჰყავს. ხუმ­რო­ბენ ხოლ­მე, რა იყო, ლომ­ბარდს ხსნიო?! მეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ბავ­შვმა ცოლი ხომ უნდა მო­იყ­ვა­ნოს, ყვე­ლა რომ მისი ნა­თე­სა­ვი გახ­დაო, მაგ­რამ ისე­თი ხალ­ხი შე­ვარ­ჩიე, ვის­თა­ნაც იქამ­დეც მქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი.

"ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ იმ ქალის დამსახურებაა" - ინდირა ჯგერენაია რუსუდან მუმლაძეს 

ინდირა ჯგერენაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ 

- ინ­დი­რა, ბოლო წლებ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი აღარ ყო­ფილ­ხართ, რა არის დღეს თქვენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი?

- მა­გა­ზე ვხუმ­რობ ხოლ­მე, ეგ რა არის, იჭ­მე­ვა-მეთ­ქი? - იმას თუ გუ­ლის­ხმობთ, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და რა­ღაც... არა, ძა­ლი­ან უნ­დობ­ლო­ბა მაქვს.

- ასე მგო­ნია, მხო­ლოდ შვი­ლის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობთ...

- უკე­თე­სი ვინ ვნა­ხე, ვი­სი­თაც მი­ცხოვ­რია? არ ვთვლი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემს დროს, ენერ­გი­ას და ოქ­როს წლებს ან­დრი­ას თუ მო­ვაკ­ლებ, მე­ში­ნია, რომ წინ კი­დევ დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა მე­ლო­დე­ბა.

წაიკითხეთ სრულად