„სულ გოგოები მყავს ყველა, 5 ძაღლიანად... მესამე შვილი, სოფიო რომ გაგვიჩნდა, მეუბნება, ალბათ, მაინც ბიჭი გინდოდათო..." - რა ისტორიას იხსენებს დათო ტურაშვილი - Marao

„სულ გოგოები მყავს ყველა, 5 ძაღლიანად... მესამე შვილი, სოფიო რომ გაგვიჩნდა, მეუბნება, ალბათ, მაინც ბიჭი გინდოდათო..." - რა ისტორიას იხსენებს დათო ტურაშვილი

2024-01-28 12:34:58+04:00

მწერალი დათო ტურაშვილი გადაცემა „კაცებს“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და სახალისო ისტორიები მოყვა.

„სულ გოგოები მყავს ყველა, 5 ძაღლიანად. მესამე შვილი, სოფიო რომ გაგვიჩნდა, მოვდივარ ქუჩაში და უცნობი ქალი წინ გადამიდგა. გავიგე, მესამე კიდევ გოგო გაგიჩნდათ, ალბათ, მაინც ბიჭი გინდოდათო. ვეუბნები, არა, ბავშვობიდან ასე მინდოდა ,4 გოგო და მერე გადავალ ბიჭებზე მეთქი...

გაიხედა, გამოიხედა, ცოტა ხმას დაუწია, ახლოს მოვიდა და მეუბნება - მე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთო. მეუბნება, ბატონო დავით, აი, რომ დაიწყებთ, ცოტა გვერდზე უნდა...

რომ ამიტყდა სიცილი, ადგა და წავიდა“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

ქართველი მწერალი დათო ტურაშვილმა დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას — ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.

იღებდა აქტიურ მონაწილეობას 1980-იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც — კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.

"ვიცნობდი, მაგრამ არ იყო ჩემი ახლო მეგობარი... მოვიდა და მითხრა, შენზე ხშირად ვფიქრობ, წარმოვიდგენ მე რომ დამიჭირონ ჩემს ცოლს რა ეშველებაო, გუშინ ჰონორარი ავიღე და მინდა, რომ მოგცეო..." - რას წერს თეა აბაშმაძე დათო ტურაშვილზე 

"მეამაყება, რომ ჩემი შვილი მიმტანად მუშაობს, მიხვდა, რომ შრომა სათაკილო არ არის... " - დათო ტურაშვილი 

დათო ტურაშვილის პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თავისუფალ თეატრში. ტურაშვილის სხვა ნაწარმოებთა შორისაა „ნაცნობი და უცნობი ამერიკა“ (1993) და სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი“ გამოიცა 1991 წელს.

გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ინგლისური, ესპანური და თურქული ენებიდან.