მომღერალი დათუნა სირბილაძე თათია შარანგიას გადაცემას "სთორი" სტუმრობდა, სადაც ცხოვრების რთულ ეტაპსა და მეუღლესთან დაშორების შესახებ ისაუბრა:
„ყველაზე რთული ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ის იყო, როცა მაკოს გავშორდი, შვილებზე მეფიქრებოდა, ბავშვებს რა ეშველებათ-მეთქი, ვამბობდი და თან პატარაც ვიყავი ასაკით. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა.
იყო ბრძოლაც, რომ შენარჩუნებულიყო და იყო განცდებიც... მაკომ ძალიან მაგარი შვილები გაზარდა, კარგი ადამიანია, დიდ პატივს ვცემ მასაც და მის ოჯახსაც. ჩვენ ახლა კარგი მეგობრები ვართ. ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, იმიტომ, რომ ჩემს შვილებს ასეთი კარგი დედა ჰყავთ. ბავშვების ნახვის არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მათთან ერთად რომ არ იღვიძებ და მათთან ერთად არ ცხოვრობ, მაინც სულ გენატრება“, – ამბობს დათუნა სირბილაძე.
დათუნა სირბილაძე – დაიბადა 1984წლის 2 აგვისტოს ქ.თბილისში ბავშობიდან მღერის, 2000 წელს აღმოჩნდა გურამ თამაზაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ანსამბლში. საზოგადოებამ პროექტიდან „ჯეოსტარიდან“ გაიცნო 2005 წელს.
ჩაწერილი აქვს ორი ალბომი: 2007 წელს „აქ ემღერება გულს“, 2014 წელს „ყვითელი ფოთლები“. ყველაზე დიდი წარმატება მომღერალს მოუტანა სიმღერამ „ყვითელი ფოთლები“ (ავტ: ზურა ბოკუჩავატექსტ: გია ნიჟარაძე). ასევე პოპულარულია მისი სიმღერები: „ჩემს ქუჩაზე“( კომპოზიტორი დათო არჩვაძე, ტექსტი კატო კიკაბიძე), „შემიყვარდა ერთი გოგო“( ავტ : ნატო გელაშვილი ). 2017 წელს გამართა პირველი სოლო კონცერტი ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, მოგვიანებით კი, თბილისში.
დათუნას პირველი მეუღლე როინ მეტრეველის შვილიშვილი, მაკო გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. მეორედ დათუნა სირბილაძემ ნიკო ლეკიშვილის ქალიშვილზე, სალომე ლეკიშვილზე იქორწინა.
სალომე ლეკიშვილსაც ჰყავდა ოჯახი, მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.