"გულწრფელად არ მჯერა, რამდენად სწრაფად გადის დრო.. მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ, რომ ყოველი წელი კიდევ უფრო უკეთესი და უკეთესია! რა იღბლიანი და ბედნიერი წელი იყო ეს, დიდი მადლობა ყველას" - დაწერა ნუცამ ბუზალაძემ სოციალურ ქსელში. მომღერალი დღეს იუბილარია, მას 27 წელი შეუსრულდა.
ქართველი მომღერალი, კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებული. ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან, დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან, დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცამ მონაწილეობდა GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ ჯორჯიას შემდეგ მესამე ქართველია, ვინც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა“ 2014 წლის გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარსდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა „In My Dreams“ შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
როგორც ცნობილია, ნუცას მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და ის, დიდწილად, დედასტან და ბებიასთან ერთად იზრდებოდა.
"სიყვარულით გავთხოვდი. ნუცას მამა შესანიშნავი გარეგნობის იყო, სიმპათიური, კარგად მღეროდა. იმდენად მომხიბვლელი მამაკაცი იყო, რომ მუდმივად ქალების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჩვენ სხვა უთანხმოება არ გვქონია, უბრალოდ ჩემთვის აუტანელი გახდა მასზე შეყვარებული ქალების იერიში. ნუცა 4 წლის იყო, როცა დავცილდით. შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით.
ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო. მართალი რომ გითხრათ, არასდროს მქონია ოჯახის მეორედ შექმნის სურვილი. ვფიქრობდი, რომ ყველა მამაკაცი ქალების მოყვარული იყო. ნუცა იყო ჩემი ბედნიერება და სხვა არაფერი მჭირდებოდა.
არ ვნანობ, რომ ასე ვიცხოვრე. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვკითხულობდი ლექციებს, დისერტაციას ვწერდი, ყველაფერი მივატოვე და მთლიანად ნუცას აღზრდაზე გადავერთე. ნუცა არის უფლის საჩუქარი! ჩემი შრომა ასმაგად და ათასმაგად დამიბრუნდა" - ამბობდა ნუცას დედა, ნინო კანკავა.
"ასე მღერის ნუცა, როცა შეყვარებულია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში
'მინდოდა, დედა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. კატეგორიულად ვთხოვდი, არასდროს ეფიქრა მსგავსი რამ. ახლა ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი, შეიძლებოდა დედა ამ მხრივაც ბედნიერი ყოფილიყო. დედა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერასდროს ვეტყვი ტყუილს, საერთოდაც არ მჩვევია ტყუილები.
სულ მინდოდა, დედა გამენებივრებინა, მისი ამაგი გადამეხადა. ახლა მაქვს საშუალება, რომ ვასიამოვნო, შევუქმნა ისეთი პირობები, როგორსაც იმსახურებს" - თქვა ნუცამ.
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელს გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო" - დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.