პოეტი გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ერთი სურვილი მაქვს, არცერთ ადამიანს არ გამოაცდევინოს ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ უთქვენოდ. სულის ერთი ნახევარი სამუდამოდ ჩაღამდა და ჩაშავდა. ვეღარაფერი გაანათებს და გაასხივოსნებს ამ ნაწილს… მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი. დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო… ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ, ჩემო ჩასულო მზეებო ,“ – წერს დაიაური.
"15 წელი შეუსრულდებოდა... უცნაური ბედისწერის ტარება გხვდა წილად... მადლობა ჩემი ტკივილების ზიდვისთვის და ადამიანობისთვის..." - გელა დაიაურის ემოციური მიმართვა მეუღლეს, ეკა მანჩხაშვილსა და გარდაცვლილ შვილს
ცოტა ხნის წინ გელა დაიაურმა მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. წყვილს პირველი საერთო შვილიც ჰყავს:
„თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად დიდი იყო… ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო. თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი. ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს.
მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ. ალბათ, გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.
"მამიკოს დაემსგავსა" - გელა დაიაური შვილის, პატარა ვაჩეს ფოტოებს აქვეყნებს
რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს. ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის.
დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ…
არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან.
ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” - თქვა გელა დაიაურმა.