მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო.
გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან:
"ხონში დავიბადე, მაგრამ მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ბაბუა სოფელში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მუდმივად მესმოდა ლაპარაკი სოფლის პრობლემაზე. მხოლოდ ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, მიწის დამუშავებას კი ყველა ჩქარობდა. ეს ერთი ტრაქტორი მოზღვავებულ საქმეს ვერ აუდიოდა და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ტრაქტორისტი გავხდებოდი და ყველას ყანას მე დავხნავდი. მსახიობობა მოგვიანებით გადავწყვიტე. ჩემს ოჯახში ყველანი მღერიან. მამა პირველად ფილარმონიის სცენაზე რომ ვნახე, შინ დაბრუნებულმა სახლში გავიმეორე, რასაც ის სცენაზე აკეთებდა. მერე იყო "ერისიონის" ცნობილი კლიპი "შატილის ასულო", მერე რამდენიმე სიმღერაც ჩავწერე. მოკლედ, პოპულარული ბავშვი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ვცადე ბედი და გამიმართლა. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში აღმოვჩნდი. დღეს ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია. მცირე ხანს ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ოფისში რამდენჯერმე სიმღერა წამოვიწყე და მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო. 2 წელია, "ახმეტელის თეატრში" ვთამაშობ. აქ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მომიყვანა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, თავიანთი საქმე ძალიან უყვართ, თავდაუზოგავად შრომობენ, მე ვგრძნობ ყველა პარტნიორს და ეს მნიშვნელოვანია" - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალი გიორგი ცხადაძე იუბილარია - ოჯახური იდილია, კარიერა და სიყვარულის ისტორია
"გიორგიმ ხელი ჩემს დაბადების დღეზე მთხოვა; ძალიან რომანტიკული ქორწილი გვქონდა..." - როგორი იყო მომღერალ გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ქორწილი და როგორია მათი ოჯახური იდილია
გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.
გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა.
ამჯერად გიორგი მეუღლეს წმინდა სალომე უჯარმელის ხსენების დღეს ულოცავს.
„დღეს სალომეობაა. ხოდა, ჩემო ყველაზე მაგარო გოგო, გილოცავ შენს დღეს... მიყვარხარ და მინდა სუულ, სულ, სულ სულ ბედნიერი იყო“, – წერს გიორგი ცხადაძე.