ირინა შეიკი დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს. მამამისი წარმოშობით თათარი იყო და წიაღისეულის მაღაროში მეშახტედ მუშაობდა; ხოლო დედა წარმოშობით რუსი, იყო, მუსიკის მასწავლებელი საბავშვო ბაღში. 6 წლის ასაკში ირინამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა, 9 წლის ასაკში, დედის ინიციატივით, ის მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც 7 წელი სწავლობდა, მღეროდა სასწავლებლის გუნდში. როდესაც შეიკი 14 წლის იყო, მამამისი პნევმონიით გარდაიცვალა. სკოლის დამთავრების შემდეგ შეიკი მცირე ხნით მარკეტინგს სწავლობდა, მაგრამ შემდეგ სილამაზის სკოლაში შევიდა.
ირინა შეიკი იშვიათად დებს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრების ფოტოებს. ამიტომ მისი გამომწერებიც არ არიან მიჩვეული იმ იუმორისტულ ტონს, რომელიც თურმე მის ოჯახშია მიღებული.
გენეტიკურად იღბლიანები - ცნობილი სახეები იდეალური კანის საიდუმლოებებს აზიარებენ
ირინა შეიკის სილამაზის 3 საიდუმლო, რომელიც მას ჭარბ წონასა და ნაოჭებთან ბრძოლაში ეხმარება
სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს თავისი დედის თუ უფროსი დის ფოტოებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, თუმცა ხშირად სტუმრობენ ირინას. ბოლო პერიოდში დედამისი ოლგა შეიხისლამოვა დიდ დროს ატარებს ირინასთან და ქალიშვილის აღზრდაშიც ეხმარება.
ამჯერად ირინა "ინსტაგრამზე" ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს:


