ლოფტის სტილის ჭერი, ნახატები, ღია თაროები და შავი სამზარეულო - როგორია ბინა, სადაც რუსკა მაყაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს - Marao

ლოფტის სტილის ჭერი, ნახატები, ღია თაროები და შავი სამზარეულო - როგორია ბინა, სადაც რუსკა მაყაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს

2024-01-29 14:53:05+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ცნობილი ინფლუენსერია. მის ვიდეოებსა და ფოტოებში ხშირად ჩანს მისი სახლის ინტერიერი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ერთგვარი სახეცვლილებაც განიცადა. 

"37 წელია, ვარ გამხდარი და მომწონს ჩემი თავი! ნუ აკომპლექსებთ ადამიანებს, რომ არიან გამხდრები" - რას ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვაში, სადაც ნეგატიურ კომენტარებს პასუხობს? 

რუსკას სახლში ყურადღებას იქცევს ლოფტის სტილის ჭერი ასეთივე ჭაღით, საინტერესო ნახატები ინტერიერში; ასევე ორიგინალურია ღია თაროები სამზარეულოში და თამამად გამოყენებული შავი ფერი ამავე ოთახში. ინტერიერში დიდი დოზითაა ხის ელემენტები და ასევე ოჯახური სიმყუდროვის ელფერს სძენს ძველებური სტილის ბუხარი.

დაათვალიერეთ რუსკა მაყაშვილის სახლის ინტერიერი 

რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.

"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან" - შეცვლილი გვარი, ბავშვობა და ოჯახი: რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები 

"ამას ვეძახი მე სილამაზეს... ასეთია თანამედროვე ოჯახი" - რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.

რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს. 

ფილმოგრაფია

  • 2010:„რენე მიდის“ (მია) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
  • 2010: „ოცნების ქალაქი“ (თინჩო) რეჟ. დავით იმედაშვილი
  • 2011: „სიყვარულის ბალადა“ (ქეთა) რეჟ. ირაკლი კაკაბაძე2011: „გული+“ (ეკა) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
  • 2011: „ანოს და ვანოს თავგადასავალი“ (პეპი)
  • 2014-2015: „ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი“ (კლარა) (ქურდი)
  • 2014: „გივი“ (ნია)

სერიალები

  • „შუა ქალაქში“ (ელეონორა ჭკადუა) (კატო) რეჟ. გოჩა კორხელაური
  • „გოგონა გარეუბნიდან“ (ანჩო ბურდული) რეჟისორები დავით გოგიჩაიშვილი, ირაკლი კაკაბაძე

რუსთაველის თეატრი

  • ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (ბერთულეს ქალიშვილი) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
  • მაქს ფრიში „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“ (მეხანძრე) რეჟ. რობერტ სტურუა
  • გიორგი მგელაძე „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“ (ქეთუთა) რეჟ. გიორგი მგელაძე
  • ირაკლი სამსონაძე, გიორგი თავაძე „დაბოლილი მთვარე“ (ქეთი) რეჟ. გიორგი თავაძე
  • უილიამ შექსპირი „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (მარია) რეჟ. რობერტ სტურუა