ჭარბი წონა უამრავი ადამიანის პრობლემაა. ზოგი მათგანი წლები ცდილობს ამის გამოსწორებას, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არ დგება. მაგრამ თანამედროვე მედიცინა პაციენტს ჭარბი წონის მოგვარებაში ყოველთვის ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი პაციენტი ანანო კაკაბაძეა, რომელმაც დავით აბულაძის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ეს პრობლემა დაამარცხა. ანანოს შედეგს სოციალურ ქსელში დავით აბულაძის კლინიკა აზიარებს:
"ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება ჭარბი წონისკენ. ყოველთვის ვცდილობდი, ეს პრობლემა საკუთარი მეთოდებით მომეგვარებინა, მაგრამ - უშედეგოდ. ორსულობის პერიოდში 40 კილო მოვიმატე, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა, ბარიატრიისთვის მიმემართა. მოვედი დავით აბულაძის კლინიკაში.
"95 კგ-დან 55 კგ-მდე - ეს ჩემი მეორედ დაბადების ისტორიაა" - მაგდა აბულაძის წონის კლების გამოცდილება
„+365 დღე -35 კგ, ამაზე სწორი და აუცილებელი არაფერი გამიკეთებია“ - როგორ შეძლო თეა ადეიშვილმა ზედმეტი წონის დაკლება
ექიმის შერჩევის დროს ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ საქართველოში ეს ოპერაცია პირველად სწორედ დავით აბულაძემ დანერგა.
წინასაოპერაციო მომზადებამ ჩემთვის ძალიან მარტივად ჩაიარა, რადგან ერთ სივრცეში შევძელი ყველა საჭირო ანალიზის გაკეთება. ოპერაციიდან ზუსტად წელიწად-ნახევარია გასული. დავიკელი 50 კგ. გარშემო თითქმის ყველა მეუბნებოდა, რომ არ მჭირდებოდა ოპერაცია, თუმცა ვარ უზომოდ ბედნიერი. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა" - ამბობს ანანო.