მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. მარიამი და გიორგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და მათგან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.

გიორგი მახარაძის პირველი მეუღლე მარიამ როინიშვილი იყო. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. თუმცა მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა.
"ძლიერი ქალი გავხდი, რკინასავით ვარ... ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია" - წარუმატებელი ქორწინება, წარმატებული კარიერა და მარტოხელა დედობა: მარიამ როინიშვილის ცხოვრება
"პატარა ნიკა მამასთან ერთად ვარჯიშობს" - გიორგი მახარაძე ქალიშვილის სახალისო ვიდეოს გვიზიარებს
"ძალიან მალე გავიზარდე. 20-დან 25 წლამდე ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. 22 წლის ვიყავი, როცა ქმარს გავშორდი და უცებ სხვა მარიამი გავხდი. ამ ნახტომისთვის მზად არ ვიყავი და ცოტა შეშინებული ვარ. შვილმა და გამოცდილებამ ერთდროულად შემცვალა. ადამიანებს ისედაც არ ვენდობოდი, რაც ჩემს დიდ მინუსად მიმაჩნია, მაგრამ ახლა უფრო გამიორმაგდა უნდობლობა როგორც მამაკაცების, ასევე ზოგადად, ადამიანების მიმართ. მგონია, რომ მეორე ნახევრის არჩევა ძალიან გამიჭირდება, უპირველესად, ერთგულებას მივაქცევ ყურადღებას.

ძლიერი ქალი გავხდი, რკინასავით ვარ. ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ ვერაფერი დამანგრევს. არ ვიცი, ეს თავდაჯერება საიდან მოვიდა, ცოტა კაცურ ძალას ვგრძნობ, რაც არ მომწონს. არ მინდა ელენესთვის დედაც ვიყო და მამაც, მაგრამ ვხვდები, რომ ზედმეტი ვალდებულებები დამეკისრა. ასეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ. ლერწამივით ვიყავი, ცოტა მიამიტიც კი. ასეთი მარიამი უცებ გავხდი, ყოველგვარი ეტაპების გავლის გარეშე", - ამბობდა მარიამ როინიშვილი.
ამჯერად მარიამ ნადირაძე "ინსტაგრამზე" გამომწერების კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ის და მარიამ როინიშვილი ბაღში ერთად დადიოდნენ:
"ბებია მყავდა გერმანელი და გერმანულ თოჯინას მეძახდნენ.
ბაღში დავდიოდი და ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი ჩემი ქმრის პირველი ცოლი იყო".
კითხვაზე, ახლდა თუ არა გამოწვევები შვილის გაჩენას, მარიამი პასუხობს:
"ყველაზე დიდი გამოწვევა არის შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ახლიდან დაბადება და სამყაროს ახლიდან გაცნობა. ის სწავლობს იმას, რასაც ხედავს და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან საინტერესო და მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესს გავდივარ. მე ნიკასგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე ნიკამ - ჩემგან".
