"ოსკარის" რიგით 96-ე დაჯილდოება 2024 წლის 11 მარტს გაიმართება. კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე არაერთი ფილმი იქნება წარდგენილი როგორც ამერიკიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც.
აღსანიშნავია, რომ ნომინანტთა შორის წელს საქართველოს, ალბანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის თანამშრომლობით შექმნილი ფილმი Light Falls / „სინათლის დაცემა“ იქნება, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი "ოსკარზე" 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლია.
"ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის გასაოცარი რომანის შესახებ საუბრობდა იმდროინდელი თბილისი, ოლღამაც იცოდა ამის შესახებ" - ნიკოლოზ წულუკიძის „ქართული თეატრის ამბავი"
როგორ იცნობ ქართული კინოს პერსონაჟებს? - გამოიცანი მსახიობი შესრულებული როლის მიხედვით
ფილმი ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქართველი მოდელის, კლარას შესახებ გვიყვება, რომელსაც საბერძნეთში შესთავაზებენ გადაღებას და იქ თავის შეყვარებულ ელასთან ერთად გადაწყვეტს წასვლას. მეორე მხარეს საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები ახალგაზრდა ალბანელები არიან — ალტინი, ვეტონი და ედი. უბედური შემთხვევა კი მათ ერთმანეთთან შეახვედრებს…
"წლებია ვიცნობ ელენსიოსა და ნინის და მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა მსახიობები იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ისინი ძალიან კარგები იქნებოდნენ დიდ ეკრანზე. ძალიან მომწონს მათი ინტუიციური ინსტინქტები. მათ ძალიან ბუნებრივად შეძლეს ფილმის პერსონაჟების ხასიათის განსახიერება.
რაც შეეხება ალბანურ ტრიოს, ტირანაში დრამატურგიის ბევრ სტუდენტს მოვუსმინე. ძალიან გამიხარდა, რომ საკმაოდ ძლიერი და პროფესიონალი მსახიობები აღმოვაჩინე. ბედნიერი ვარ ჩემი საბოლოო შემადგენლობით: ძალიან ინტენსიური და ნამდვილია" - ამბობს რეჟისორი.
"ეს იყო მშვენიერი მოგზაურობა და მშვენიერი დრო ნამდვილ პროფესიონალთან, ფედონ პაპამაიკლთან ერთად, რომელსაც მთელი არსებით ესმის და იცის კინო, რომელმაც პირველივე კვირას იმაზე უკეთ და ღრმად გამიცნო, ვიდრე მე ვიცნობდი ჩემ თავს, ეს იყო მუშაობა ისეთ ადამიანთან, რომლის გამოცდილება და შეხედულებები ჩემთვის ყოველთვის ინსპირაცია იქნება, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და იმედია, კიდევ ვიმუშავებთ ერთად. მთელი კინოს პროცესი საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან არ მიყვარს მხიარული კინოები, ეს არ მაინტერესებს. Light falls უფრო ტკივილზეა და ძალადობაზე, საყვარელი ადამიანის დაკარგვასა და უსამართლობაზე, რაც ჩემთვის უფრო დასაფიქრებელი და აღმოსაჩენი გამოცდილება იყო სიბნელისა და ტკივილის მიღმა ცხოვრების.
რაც შეეხება ალბანელ მსახიობებთან მუშაობას, მათთვის, როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ემიგრაციის თემა საკმაოდ ნაცნობია და ორგანული. ამიტომ, ემოციურად ყველა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ხოლო ელენე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია, დიდი ხნის მეგობარია, რთული იყო იმის გაანალიზება, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა — ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო…" - ამბობს ნინი ნებიერიძე.