მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
ვიდეო: "მიყვარს ჩემი თავის ეს ვერსია" - როგორ შეიცვალა თიკა ჯამბურია წლების მანძილზე
"ეს გოგო იმსახურებს დიდ ბედნიერებას!" - თიკა ჯამბურია შეყვარებულთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს აქვეყნებს
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
როგორც ცნობილია, თიკა ჯამბურია ბოლო წლებში ჭარბ წონას ებრძოდა. ამ ეტაპისთვის კი სასურველ შედეგს მიაღწია: ამჯერად ის "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გავლილია:
"წონასთან ბრძოლის პირველი ეტაპი გავლილია, რასაც წონის კლება ჰქვია. ახლა უფრო რთულ ეტაპს გავდივარ - წონის შენარჩუნებას. ამას უკვე ნუტრიციოლოგების და კომპეტენტური ხალხის დახმარებით ვაკეთებ. ამისთვის საჭიროა ჩემზე გათვლილი კალორაჟი და საკვები, რომელიც მე მჭირდება" - წერს თიკა ჯამბურია.