"კი, შესანიშნავი ნერვები მაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ქავთარაძე - Marao

"კი, შესანიშნავი ნერვები მაქვს" - ნუცა ქავთარაძე შვილის, უსაყვარლესი სანის სახალისო კადრებს გვიზიარებს

2024-02-01 10:30:37+04:00

ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები 2021 წელს გახდნენ. მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.

„პატარა ვიყავი, 19 წლის, როდესაც წავედი სახლიდან.... იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება" - რას ჰყვება არჩილ სოლოღაშვილი 

"პატარა სანი უკვე ლექსებსაც სწავლობს" - ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი უსაყვარესი სანის ვიდეოს გვიზიარებენ 

„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში. ეგრევე შევამჩნიე.

მიჭირს იმაზე ლაპარაკი, მე რით მოვხიბლე ნუცა. ალბათ, მეგობრული ვარ და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – ამბობდა არჩილ სოლოღაშვილი.

ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ. პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს.

ამჯერად პატარა სანის კადრებს ნუცა ქავთარაძე გვიზიარებს: