მსახიობი ანა ტყებუჩავა უკვე არაერთი წელი და უფრო მეტი სატელევიზიო სეზონია, "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინას როლს ასრულებს. გაუთავებელი ოჯახური გაუგებრობები ცხოვრებისეული რუტინით დაღლილი მრავალშვილიანი დედის სავიზიტო ბარათად იქცა. ეკრანს მიღმა კი ანას ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია. ის რეჟისორ ლევან ბარამიძეზეა დაქორწინებული. ანა ამბობს, რომ მეუღლეს მისთვის სიმშვიდე მოაქვს და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია. ანას და ლევანს ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.
"ლევანი ძალიან ნათელი და მშვიდი ღრუბელია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. რთული პერიოდი მქონდა, ძვირფასი ადამიანები დავკარგე და ავირიეთ მეც და ჩემი სამეგობრო წრეც. ძალიან მინდოდა იმ რეალობიდან გაქცევა. ამ დროს სერიალი უკვე დაწყებული იყო. ლევანი, როგორც რეჟისორი, მეგობარმა გამაცნო. ჩვენს ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ... მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს, ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო. ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას.
არ მომწონს ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა. მე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება მაშინ მქონდეს დისკომფორტი, როცა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ ესეც ცხოვრების ნაწილია. მე არ ვარ ჰოლივუდის ვარკვლავი, სინათლე და წყალი როგორც სხვებთან, ისე ჩემთანაც მიდის და ამის გამო შეიძლება მოუწესრიგებელი ჩავიდე მაღაზიაში. მაკიაჟს არ ვხმარობ ყოველდღიურად, მეუღლემდეც ასე იყო და შემდეგაც.
კარგად მახსოვს ლევანთან შეხვედრის პირველი ემოციები. ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ დროს, აკა მორჩილაძის წიგნი მათხოვა და სახლამდე შორი გზით მივედით. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, ეს თუ ასე ექცევა ქალებს, როგორც მე, საოცარი მამაკაცი ყოფილა-მეთქი. სიყვარული რომ ამიხსნა, მითხრა, მიყვარხარ, მაგრამ კიდევ ერთი ვინმე მიყვარს და ეს ჩემი პროფესიააო" - იხსენებდა ანა ტყებუჩავა.
„მონატრებული შეხვედრა’ - მსახიობი ანა ტყებუჩავა „ჩცდ“- ის მსახიობებთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მონატრებული გმირები და სერიალი, რომელიც ცხოვრების ნაწილად იქცა - როგორ ცხოვრობენ "ჩცდ"-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
ტელეკომპანია „ფორმულა“ თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება. ფორმატის ცვლილების გამო, გარკვეული გადაცემები აღნიშნულ ტელეარხზე აღარ გავა.
რა ბედი ელის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, რომლის მე-19 სეზონიც პარასკევს სრულდება და როდის დაბრუნდება ის ახალი სეზონით ტელესივრცეში ჯერჯერობით უცნობია:
ანა ტყებუჩავა ფოტოს სწორედ "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღები მოედნიდან აქვეყნებს:
"გვიან ღამეა ეს ფოტო გადაღებული, საახალწლო სერიის გადაღებაზე, სანამ "კამერას" იტყვის რეჟისორი ხუთი წამით ადრე...
დაღლილები, მაგრამ მზად ყოფნაში მუშაობისთვის და მეგობრობისთვის.
დროებით, მეგობრებო" - წერს ანი ტყებუჩავა.
