მსახიობი დათო დვალიშვილი უკვე არაერთი წელია, ყველა თაობის საყვარელი მსახიობია. მან დაუვიწყარი როლები შექმნა როგორც კინოში, ისე თეატრში. დათო დვალიშვილის სახელის სხენებისას, ალბათ, უმრავლესობას, გიი ინწკირველი და "ცხელი ძაღლი" გაახსენდება. დათო დვალიშვილი მონაწილეობას იღებდა ფილმებში "მონანიება", თეთრი ბაირაღები“, „ნუცას სკოლა“, „კონფლიქტის ზონა“, „ქერჩი“, "ჩემი ცოლის დაქალები“... განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მის მიერ შესრულებულ როლზე ახალ სერიალში „ბოლო სეზონი“.
"ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა... მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო, მაგრამ მაინც წავედი, რადგან დედას დავპირდი' - როგორ იხსენებდა ელდარ შენგელაია დედას, ნატო ვაჩნაძეს და საბედისწერო რეისს, რომელსაც ქართული კინოს ლეგენდა ემსხვერპლა
მსახიობმა დათო დვალიშვილმა თავისი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა და გაიხსენა, როგორ აშენდა მისი ოცნების სახლი:
„ყოველთვის მინდოდა, რომ დიდი სახლი მქონოდა. ყოველთვის მომწონდა, სახლში რომ პატარა ბავშვი დარბის. ოცნება მქონდა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა.
სანზონაში ნახეს ორსართულიანი სახლი, რომელიც 18 ათასად იყიდებოდა. ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, იატაკიც შესაცვლელი იყო. ამ ფასად ნორმალურ სახლს ვინ მოგცემდა.

"11 წელი ერთად ბედნიერად ვიცხოვრეთ... რატომ დავშორდით? იყო მიზეზი ამის" - ნელი ბერაიასა და ირაკლი უჩანეიშვილის სიყვარულის ისტორია, ორი შვილის სიკვდილი და ხატვაში გადატანილი დარდი
მეგობრებში გავიკითხე და ერთმა მითხრა, "ტრუბებს" მოგცემო; ცემენტზე მივედით, ვიღაცამ მიცნო და მეტი მომცა. მოკლედ, მეგობრობისა და ნაცნობობის წყალობით, მესამე სართული დავაშენეთ სახლს. სუფრა გაიშალა, მეგობარი ჩამოვიდა ახალციხიდან, გაუკვირდა, პარკეტი არ გაქვსო? მეორე დღეს ჩამოგივა ფულიო. მოკლედ, მესამე დღეს 100 კვადრატული პარკეტი მოვიდა სახლში. ახლა მისი სახელობის პარკეტი მაქვს. ასე, ძმაკაცობით და მეგობრობით აშენდა ეს სახლი.
"ჩემს ქვეყანაში ქალები არიან ძალიან ძლიერები, უთავბოლოდ ჭკვიანები, უგზოუკვლოდ განათლებულები და ისეთი მოყვარულები, რომ თავიანთი არაჩვეულებრივი კაცებისთვის გაუთავებლად იბრძვიან" - ანა კორძაია-სამადაშვილი
ჩემი შვილიშვილი 26 წლისაა, არაა სახლში. გოგო "სუხიშვილებში" ცეკვავს. არავის უნდა გათხოვება და ცოლის მოყვანა. მე უკვე აღარ შემიძლია ბავშვების კეთება და ისეა საქმე, რომ მე და ჩემი ცოლი ვრჩების სახლში მარტო“, – ამბობს დათო დვალიშვილი და აღნიშნავს, რომ მის სახლში არ შეიძლება არც გინება და არც სიგარეტის მოწევა.